სომეხმა მეცნიერებმა COVID-19-თან ბრძოლის ახალი ეფექტური საშუალება შექმნეს

,,ნოვოსტი არმენია” წერს, რომ სრ მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის ა.ბ.ნალბანდიანის სახელობის ქიმიური ფიზიკის ინსტიტუტში ძირითადი ცოდნის საფუძველზე შეიქმნა ახალი თაობის ნივთიერება – „ბიოქსილ 2“, რომლის წარმატებით გამოყენება შესაძლებელია COVID-19– ის წინააღმდეგ ბრძოლაში ტერიტორიების, ზედაპირების, ნივთების დეზინფექციისთვის. ამის შესახებ ინფორმაციას ავრცელებს ინსტიტუტის პრესსამსახური.
აღინიშნება, რომ – „ბიოქსილ 2“ წარმოადგენს კომპოზიტურ, ეფექტურ, ქლორის არ შემცველ, აქტიურ ჟანგბადზე შექმნილ დეზინფექციურ-სარეცხ საშუალებას.
”სუფთა წყალბადის პეროქსიდის 0,5% კონცენტრაცია ანადგურებს კორონავირუსს. ჩვენს მიერ შექმნილი “ბიოქსილ 2” -ში წყალბადის პეროქსიდის შემცველობა 5-ჯერ მეტია, 2%-ია. ასევე არსებობს წყალბადის პეროქსიდის აქტივატორები, რომლებიც ათჯერჯერ ზრდის წყალბადის პეროქსიდის მოქმედებას. – „ბიოქსილ 2“ აქტიურია ბაქტერიების მრავალი ტიპისათვის. გარდა ამისა, ის არ აფერადებს გარემოს, არის ეკოლოგიურად უსაფრთხო და არატოქსიკური, არ მოქმედებს ადამიანის ჯანმრთელობაზე, არ შლის ნივთებს, არ აქვს სუნი“,-აღნიშნა სრ მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის ქიმიისა და დედამიწის შესახებ მეცნიერებათა განყოფილების მეცნიერ-მდივანმა, – „ბიოქსილ 2“-ის შექმნისა და წარმოების სამუშაოების ხელმძღვანელმა სრ მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის აკადემიკოსმა ლევან თავადიანმა.
„ბიოქსილ 2“ -მ გაიარა ტესტირება სომხეთის რესპუბლიკის ჯანდაცვის სამინისტროს „სადეზინფექციო ცენტრში“ და „ტუბერკულოზის პრევენციის ეროვნულ ცენტრში“, ასევე საწარმოებში, რომლებიც აწარმოებენ სხვადასხვა სახის საკვებს. ყველა ტესტის შედეგად დადასტურდა „ბიოქსილ 2“-ის მაღალი ეფექტურობა, სრ “სტანდარტების ეროვნულ ინსტიტუტში” დადასტურდა ტექნიკური პირობები.
სტატიაში ღინიშნება, რომ “ბიოქსილ 2” -ის წარმოება ორგანიზებულია ქიმიური ფიზიკის ინსტიტუტის ტერიტორიაზე დაფუძნებულ ქარხანაში, რომლის სიმძლავრე დღეში 2 ტონაა. ამჟამად, “ბიოქსილ 2” -ის წარმოების მთავარი მომხმარებელი არის სომხეთის რესპუბლიკის მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის თავმჯდომარეობა, რომელმაც ეს სადეზინფექციო საშუალება შეიძინა სომხეთის რესპუბლიკის მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის სისტემის სტრუქტურების დეზინფექციისთვის. სომხეთის მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის პრეზიდენტობის შენობა და სომხეთის მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის ყველა კვლევითი ორგანიზაცია კვირაში ორჯერ დეზინფექცირდება “ბიოქსილ 2” სადეზინფექციო-სარეცხი საშუალებით. საჩუქრის სახით, ქიმიური ფიზიკის ინსტიტუტმა 1 ტონა ,,ბიოქსილ 2“ უსახსოვრა სომხეთის რესპუბლიკის საგანგებო სიტუაციების სამინისტროს, მიზნობრივი გამოყენებისთვის.