ეკონომიკა

სომხეთი წელიწადში 50 000 – მდე AK-103 გამოუშვებს

,,ინფოტეკა 24“ წერს, რომ უკვე მიმდინარე წლის ივლისში სომხეთში დაიწყებენ კალაშნიკოვის ავტომატების აწყობას. ამ პროდუქტის წარმოებაზე ერევნის მიერ მიღებული ლიცენზია, რუსეთის ფედერაციის სამხედრო-ტექნიკური თანამშრომლობის ფედერალური სამსახურის ინფორმაციით, გათვლილია მომდევნო 10 წელზე, იუწყება ინტერფაქსი-AVN.
მიღწეული შეთანხმებების თანახმად, სომხეთი ყოველწლიურად აწარმოებს აღნიშნული იარაღის 50 ათას ერთეულს. მედიის ცნობით, წარმოება 2 ეტაპისგან შედგება. პირველ რიგში, სომხეთში ამ მიზნით გახსნილი საწარმო  ნაწილებს მიიღებს რუსეთიდან. მეორე ეტაპზე, მარტივი ნაწილების წარმოება ადგილზე მოხდება, შემდეგ კი განხორციელდება პროდუქციის საბოლოო აწყობა. სომხეთში წარმოებული იქნება ავტომატი АК-103, რომელიც განკუთვნილია ჯარისა და სპეცრაზმისათვის, ამ მოდელებს ახასიათებს დასაკეცი კონდახი, რაც მათი ტრანსპორტირებისთვის უფრო მოსახერხებელია. ასევე AK-103-ს შეიძლება დაერთოს ლულისქვეშა ყუმბარმტყორცნები, ხიშტი დანა და ღამის ხედვის მოწყობილობები.
ადრე, კალაშნიკოვების წარმოება გაიხსნა ინდოეთში, ხოლო ერთ წელიწადში იგეგმება მსგავსი პროექტის წამოწყება ვენესუელაში. თუ გავითვალისწინებთ ,,როსობორონ ექსპორტის“ სურვილს, რომ გააფართოვოს სასროლი იარაღის წარმოება სხვა ქვეყნების ხარჯზე, სომხეთი როგორც მწარმოებელი ქვეყანა, ბუნებრივზე უფრო მეტად გამოიყურება, რადგან, გარდა იმისა, რომ აქვს საკმარისი სამეცნიერო, საგანმანათლებლო და ტექნოლოგიური ბაზა, ის რუსეთის მოკავშირეა კუხო-ს მხრივ და თავის ტერიტორიაზე ჰყავს რუსული სამხედრო ბაზა.

ნახეთ მეტი
Back to top button