მთავარისაზოგადოება

ფაშინიანს და მის ოჯახის წევრებს დეტალური სამედიცინო გამოკვლევა ჩაუტარდა

,,სპუტნიკი სომხეთი“ წერს, რომ რესპუბლიკაში ეპიდემიის მდგომარეობა უარესდება. მსგავსი მოსაზრება გამოთქვა სრ პრემიერ-მინისტრმა ნიკოლ ფაშინიანმა კომენდანტურის სხდომის დასრულების შემდეგ შემდგარ ბრიფინგზე.

”ჩვენ დავიწყეთ ფოტოების გამოქვეყნება, რომლებიც ადასტურებენ ანტიეპიდემიური წესების დარღვევას. ამგვარი ნაბიჯის გადადგმით, ცხადი გახდა, რომ ანტიეპიდემიური წესების მასობრივი დაუცველობა ხელს უწყობს კორონავირუსის ტემპის ზრდას”,- აღნიშნა ფაშინიანმა.

მისი თქმით, როდესაც ის ხედავს დირექტორს, რომელმაც “ბოლო ზარი” ჩაატარა, თავის თავს ეკითხება, ​​რა შეცდომა დაუშვა მთავრობამ.
”დღეს სომხეთში მცხოვრებმა ერთმა უცხოელმა მოკლე წერილი მიწერა ჩემს მრჩეველს, რომელშიც ნათქვამია, რომ მისი აზრით, სომხეთში კორონავირუსული მდგომარეობის  ესკალაცია ხდება იმის გამო, რომ სრ-ის მოქალაქეებისათვის ძალზე ძნელია უარი თქვან ხელის ჩამორთმევაზე და ერთმანეთთან ჩახუტებაზე”, – აღნიშნა მან.

ფაშინიანმა აღნიშნა, რომ მას და მის ოჯახის წევრებს ჩაუტარდათ დეტალური სამედიცინო გამოკვლევა და რომ მათთან ვირუსი უსიმპტომოდ მიმდინარეობს. მან ასევე აღნიშნა, რომ თუმცა არსებობს მათი მდგომარეობის გაუარესების ალბათობა, მაგრამ ეს ალბათობა ძალიან მცირეა.
შეგახსენებთ, რომ 1 ივნისს, ფაშინიანის დაბადების დღეს, ცნობილი გახდა, რომ ფაშინიანი და მთელი ოჯახი დაინფიცირდა კორონავირუსით. ისინი იზოლირებულ არიან პრემიერ-მინისტრის რეზიდენციაში, საიდანაც ფაშინიანი აგრძელებს მუშაობას.

ნახეთ მეტი
Back to top button