რომელი გზით წავა საქართველო, ანუ უახლოესი ზღვა სომხებისთვის მიუწვდომელი იქნება?

როგორც „სპუტნიკი არმენია“ წერს, შეზღუდვის შესაძლო გაფართოება საქართველოში შემავალი სომხეთის მოქალაქეებზე უარყოფითად იმოქმედებს ქვეყნის ტურიზმზე და შედეგად, ეკონომიკაზე. უფრო მეტიც, დაზარალდება უცხოელთა რეგიონალური პაკეტები, რომელზედაც წლების განმავლობაში მუშაობდნენ და რეკლამირებდნენ სომხეთისა და საქართველოს ტურიზმის სექტორის წარმომადგენლები. ამაში დარწმუნებულია სომხეთის ტურიზმის ფედერაციის პრეზიდენტი მეხაკ აპრესიანი.
მეორე დღეს, საქართველოს დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის დირექტორმა ამირან გამყრელიძემ თქვა, რომ საქართველო კარს ვერ გაუღებს დაინფიცირებულობის მაღალი მაჩვენებლების ქვეყნებს. ამ ქვეყნებს შორისაა სომხეთიც.
მანამდე, სომხეთის პრემიერ მინისტრი ნიკოლ ფაშინიანი ირიბად გამოეხმაურა ამ განცხადებას. მისი თქმით, საკითხი, თუ რომელი ქვეყნები გახსნიან საზღვრებს სომხეთის მოქალაქეებისთვის და რომელი არა, ეს დამოკიდებულია ჩვენს ქვეყანაში ეპიდემიის ვითარებაზე, რაც განსაკუთრებით შემაშფოთებელია ბოლო ერთი კვირის განმავლობაში.
„სპუტნიკი სომხეთის“ რეპორტიორთან საუბარში, აპრესიანმა ასევე აღნიშნა, რომ ყველაფერი დამოკიდებულია იმაზე, თუ რამდენად სწრაფად გაგრძელდება ინფექციის გავრცელება სომხეთში. მისი თქმით, გამყრელიძის განცხადება არ არის ოფიციალური. ჩვენ უნდა დაველოდოთ თბილისის ოფიციალურ პოზიციას ამ საკითხთან დაკავშირებით.
”სომხეთი ტურიზმის სფეროში საქართველოს სამ ძირითად ბაზარში შედის, განსაკუთრებით ზაფხულში. საიდუმლო არ არის, რომ შავი ზღვის ნაპირებზე დამსვენებელთა უმეტესობა სომხებია ”- თქვა აპრესიანმა.
აპრესიანის სიტყვებით, 2019 წელს სომხეთი მესამე ადგილზე იყო საქართველოში ვიზიტების რაოდენობის მიხედვით (1,365,048 მოქალაქე) აზერბაიჯანსა (1,526,619) და რუსეთს (1,471,558) შემდეგ.
ექსპერტის აზრით, ერთი მხრივ, გასაგებია საქართველოს ხელისუფლების პოზიცია – მათ არ სურთ შვედური მოდელებით იხელმძღვანელონ და რისკზე წავიდნენ ამდენი ღონისძიებებისა და შეზღუდვის შემდეგ. მეორე მხრივ, აპრესიანს ეს ყველაფერი გაუგებრად მიაჩნია.
„არ არსებობს ქვეყანა, სადაც არ შეუღწევია კორონავირუსს. ზოგ ქვეყანაში ავადმყოფები უფრო მეტია, ზოგან ნაკლები. საზღვარს თუ ხსნიან ყველასათვის თანაბრად უნდა გახსნან, განსაკუთრებით მაშინ, თუ ისინი ითხოვენ PCR ტესტის შედეგებს ქვეყანაში შესვლამდე 72 საათით ადრე“, -თქვა მან.
საქართველოს ტურიზმის სფეროს სპეციალისტებმა „სპუტნიკი სომხეთის“ კორესპოდენტთან საუბარში აღნიშნეს, რომ საქართველო ჯერ კიდევ ფიქრობს, თუ რა პრინციპით უნდა შემოუშვას ტურისტები საქარველოში. როგორც ისინი ამბობენ ამ თემაზე ამჟამად ოფიციალური დადგენილება გამოტანილი არ არის და ჯერ-ჯერობით ლაპარაკი ზედმეტია.