პოლიტიკა

„ჯუმჰურიეთი“ : სტალინმა თქვა, რომ სომეხ ნაციონალისტებისთვის ყურადღების მიქცევა საჭირო არ არის და ვანი და მუში თურქეთს უნდა გადავცეთო

თურქეთსა და რუსეთს შორის თანამშრომლობის განვითარების შედეგად  შეერთებული შტატები მიატოვებს ახლო აღმოსავლეთს, წააგებს  ხმელთაშუა ზღვაზე და ვერ შეძლოს შავ ზღვაში შესვლას, – წერს თურქული გაზეთი „ჯუმჰურიეთ“-ის     3   ივნისის ნომერი   რუსეთ-თურქული დიპლომატიური ურთიერთობების დამყარების 100 წლის იუბილესთან დაკავშირებით.

100 წლის განმავლობაში, თურქეთმა და რუსეთმა ერთობლივი კონტროლი დაამყარეს ამ ვრცელ  რეგიონზე, ახლა  როდესაც სამყარო იცვლება ჩვენს თვალწინ და  სახელმწიფო საზღვრების წინა სახელშეკრულებო ბაზა ბუნდოვანი ხდება, ანკარა  და მოსკოვი  კიდევ ერთხელ ილტვიან ურთიერთისკენ, ისე, როგორც ეს მოხდა 100 წლის წინათ.

„ ომის ბიუჯეტის შესანარჩუნებლად, მუსტაფა ქემალმა კავშირი დაამყარა  ბოლშევიკებთან და მათგან მიიღო როგორც ფინანსური, ისევე  სამხედრო დახმარება. ამ კონკრეტულ დახმარებას ეძღვნება სტამბოლში რუსეთის გენერალური საკონსულოს მიერ გამოქვეყნებული დოკუმენტების ნაწილი. ეს არის ისტორიული დოკუმენტები ბოლშევიკების მიერ ქემალისტებისთვის მიწოდებული სამხედრო დახმარების შესახებ: 10 მილიონი ოქროს მანეთი, ორი საბრძოლო ნავი, 22 თვითმფრინავი, 33 ათასი თოფი, 327 ტყვიამფრქვევი, 54 საარტილერიო იარაღი, 58 მილიონი ვაზნა … ”- წერს  „ჯუმურეთი“.

თურქეთი არ მალავს იმ ფაქტს, რომ რუსეთ-თურქული მეგობრობა აგებულია სომეხთა ინტერესებზე. ანალიტიკოსები ღიად აცხადებენ, რომ მოსკოვს შეეძლო შეეჩერებინა თურქეთის სომხური მიწების ანექსია 100 წლის წინ, მაგრამ ასე არ მოიქცა.

„სტალინი, თურქეთის დელეგაციასთან მოლაპარაკებების შემდეგ, ლენინს უგზავნის ძალიან მნიშვნელოვან წერილს:  „ამხანაგო ლენინო, მე გუშინ გავარკვიე, რომ ჩიჩერინმა  (საგარეო საქმეთა კომისარმა) თურქებს გაუგზავნა სულელური და პროვოკაციული  მოთხოვნილებას ვანის, მუშისა და ბითლისის  განწმენდის შესახებ  სომხეთის სასარგებლოდ. ეს სომეხი  იმპერიალისტური მოთხოვნა არ შეიძლება იყოს ჩვენი მოთხოვნაც. ჩიჩერინს უნდა აეკრძალოს ნოტების  გაგზავნა თურქებისთვის ნაციონალისტურად  მოაზროვნე სომეხთა  კარნახით“, – გაზეთი მოიხსენიებს დოკუმენტურ მონაცემებს.

100 წლის წინ რუსეთ-თურქეთის ალიანსმა ხელი შეუშალა  ვილსონის არბიტრაჟს. ბოლო 100 წლის განმავლობაში სომხეთ-თურქეთის საზღვარი განისაზღვრა რუსეთ-თურქული ხელშეკრულებებით, ხოლო საზღვარს იცავენ  რუსი მესაზღვრეები.

ნახეთ მეტი
Back to top button