კულტურამთავარი

სომეხი რეჟისორის ფილმი წარმოდგენილია კანის კინოფესტივალზე

,,სპუტნიკი- სომხეთი“ წერს, რომ წელს სომეხი რეჟისორის ნორა მარტიროსიანის ფილმი ,,ქარი რომ ამოვარდეს”, კანის 73-ე საერთაშორისო კინოფესტივალზე იქნება წარმოდგენილი. ამის შესახებ ინფორმაცია საერთაშორისო კინოფესტივალის “ოქროს გარგარის ” პროგრამის დირექტორმა კარენ ავეტისიანმა განათავსა ფეისბუქის საკუთარ გვერდზე.
ფესტივალის რეჟისორმა ტიერი ფრეომ და პრეზიდენტმა პიერ ლესკურმა გამოაცხადეს ფილმები, რომლებიც მათ აირჩეს კანის 73-ე კინოფესტივალისთვის.
პროგრამაში “პირველი თვისებები” მონაწილეობს სომეხი რეჟისორის ნორა მარტიროსიანის ფილმი “Si Le Vent Tombe” (ქარი რომ ამოვარდეს), რომელიც ბელგიის, საფრანგეთისა და სომხეთის ერთობლივი ნაწარმოებია.

სიუჟეტის თანახმად, საერთაშორისო აუდიტორი ალენი ჩადის არცახში, რათა შეაფასოს თვითგამოცხადებული რესპუბლიკის აეროპორტი, მის გასახსნელად. ედგარი, ადგილობრივი ბიჭი, აეროპორტის გარშემო ტრიალებს და უცნაური საქმითაა დაკავებული. საბოლოოდ, მამაკაცი და ბიჭი ერთმანეთს ხვდებიან.
შეგახსენებთ, რომ კანის კინოფესტივალი დაგეგმილი იყო მაისში, როგორც ყოველ წელს, მაგრამ პანდემიის გამო ფესტივალი არ ჩატარდება, მაგრამ საორგანიზაციო კომიტეტმა გადაწყვიტა შერჩეული ფილმების გამოცხადება.

ნახეთ მეტი
Back to top button