საზოგადოება

ამ დროისთვის სომხეთში 100 000-ზე მეტი ინფიცირებული ადამიანია. ფაშინიანი

,,არმენპრესი“ წერს, რომ ამ დროისთვის სომხეთში 100 000-ზე მეტი ინფიცირებული ადამიანია. როგორც იუწყება “არმენპრესი”, ამის შესახებ ფეისბუქის საკუთარ გვერდზე აღნიშნა სრ პრემიერ-მინისტრმა ნიკოლ ფაშინიანმა, მონაცემების ანალიზის დროს.


”ზოგიერთი მონაცემის ანალიზით ჩანს, რომ ამჟამად სომხეთში 100000-ზე მეტი ინფიცირებული ადამიანია. ამ დასკვნამდე მივედით გარკვეული მეთოდოლოგიის სიკვდილიანობის და დადასტურებული შემთხვევების პროექციით”,- ხაზს უსვამს სრ პრემიერ-მინისტრი თავის პოსტში.

7 ივნისის დილის 11:00 საათის მდგომარეობით, სომხეთში დადასტურდა კორონავირუსული დაავადების 13,130 შემთხვევა, რომელთაგან 4014 გამოჯანმრთელდა.
სრ ჯანდაცვის სამინისტროს დაავადებათა კონტროლისა და პრევენციის ეროვნული ცენტრის მონაცემებით, კორონავირუსული დაავადებით მკურნალობენ 8844 პაციენტს. ჯამში, ჩატარდა 69,171 ტესტირება.
ამრიგად, გამოვლენილია კორონავირუსით დაავადების 766 ახალი შემთხვევა  და 294 გამოჯანმრთელებულის.
მთლიანობაში, კორონავირუსის დაავადებით დაიღუპა 200 (10-ით გაიზარდა). როგორც აცხადებს სრ ჯანდაცვის სამინისტრო, დაღუპული პაციენტებია 68, 68, 52, 49, 81, 82 წლის მამაკაცები და 75, 66, 63, 63 წლის ქალები. ყველას ჰქონდა თანმდევი ქრონიკული დაავადებები.
დაფიქსირდა კიდევ 3 შემთხვევა, როდესაც პაციენტებს დაუდგინეს კორონავირუსული ინფექცია, მაგრამ გარდაიცვალნენ სხვა დაავადებით. ასეთი შემთხვევების საერთო რაოდენობაა 72.
14 მაისს მთავრობამ მიიღო გადაწყვეტილება, 16 მარტს სომხეთში გამოცხადებული საგანგებო მდგომარეობის 14 მაისს, 17:00 საათამდე გახანგრძლივების შესახებ, 14 მაისს კი მიიღო გადაწყვეტილება კიდევ 30 დღით, 13 ივნისის, დილის 5 საათამდე გახანგრძლივების შესახებ.

ნახეთ მეტი
Back to top button