პოლიტიკა

“ერთი ნიღაბი, ერთი სიცოცხლე”. საქართველოს სომხებმა დაიწყეს სომხეთისთვის ფულის შეგროვება

,,Aliq.ge“ წერს, რომ საქართველოს რიგი სომეხთა ინიციატივით დაიწყო ფულის შეგროვება კორონავირუსთან ბრძოლაში სომხეთის მხარდასაჭერად.
ლოზუნგით “ერთი ნიღაბი, ერთი სიცოცხლე” ინიციატივის შედეგად შეგროვილი თანხით  შეძენილ იქნება ნიღბები და კოროვირუსის გავრცელების თავიდან ასაცილებლად სხვა საჭირო ნივთები და გადაეგზავნება სომხეთში სოციალურად დაუცველ ოჯახებს.

ინიციატივის ავტორები მოუწოდებენ GE03BG0000000345892183 (მიმღები არშაკ ბადალიანი) თანხა გადარიცხონ შეძლებისდაგვარად, თუნდაც ერთი ნიღბის საფასური. ,,მე ვუერთდები, წერს ჟურნალისტი გაიანე ბოსტანჯიანი თავის ფეისბუქის გვერდზე და მოუწოდებს შეუერთდნენ ამ ინიციატივას და გადაარჩინონ სიცოცხლეები.

მიუკერძოებლობა კარგი იარაღია ქველმოქმედებისთვის, რადგან თითოეული ჩვენგანი შეიძლება გახდეს ქველმოქმედი, მიუხედავად თანამდებობისა, პარტიისა თუ იდეოლოგიური პრინციპისა და უთანხმოებისა. სწორედ ეს მიუკერძოებლობა მეხმარება, რომ ყოველთვის ვიყო ვინმეს გვერდით, და შესაძლებლობისდაგვარად მაქსიმალურად მივიღო მონაწილეობა  კარგ წამოწყებაში. ძვირფასო საქართველოს სომხებო, მოდით თუნდაც მცირე, მაგრამ ჩვენი წვლილი შევიტანოთ  კოროვირუსის წინააღმდეგ სომხეთის ბრძოლაში. ვაცნობიერებთ რა იმას, რომ საქართველომ კოროვირუსისგან ეკონომიკურად არანაკლებ იზარალა და  დღეს ბევრი რთულ სოციალურ მდგომარეობაშია, ჩვენ გადავწყვიტეთ წარვსდგეთ თქვენთვის ხელმისაწვდომი ინიციატივით “ერთი ნიღაბი, ერთი სიცოცხლე”.

რთულ ვითარებაში აღმოჩენილ სომხეთში დღეს არის ოჯახები, რომლებსაც ჩვენი დახმარება სჭირდებათ, თუნდაც მცირედი ინვესტიციით. ამ მძიმე დროს კოროვირუსული ინფექციის თავიდან ასაცილებლად სოციალურ დისტანციასა და სადეზინფექციო საშუალებაზე მეტად, ერთ – ერთი ყველაზე ეფექტური საშუალება არის დამცავი ნიღაბი. საბედნიეროდ, დღეს შესაძლებელია ნიღბის ყიდვა თითქმის ყველა ქვეყანაში, ყველა მაღაზიაში. და მაინც, მხოლოდ ყიდვა. სინამდვილეში, ფასი არ არის დიდი. მაგრამ ერთი თვის ჭრილში რომ განვიხილოთ, იმ შემთხვევაში, თუ დიდი ოჯახები იყენებენ ნიღაბს დღეში ორჯერ მაინც, დიახ, ეს ბევრია და განსაკუთრებით გაუთვალისწინებელი. სომხეთში ინფექცია სიცოცხლეს კლავს და პარალიზებას უწევს სომხეთის ჯანდაცვის სისტემას… ამიტომ შესაძლოა, რომ სწორედ მე, შენ და ყველა ამ ინიციატივის “ერთი ნიღაბი – ერთი სიცოცხლე” მხარდამჭერთა გაერთიანებით გადავარჩინოთ სიცოცხლეები სომხეთში, ჩვენს ისტორიულ სამშობლოში, დახურული საზღვრების პირობებშიც კი.

ჩვენს დედასამშობლო სომხეთს დღეს მხარდაჭერა სჭირდება, შეუერთდით  ინიციატივას “ერთი ნიღაბი – ერთი სიცოცხლე” და, ზოგადად, კორონავირუსის საწინააღმდეგო ნებისმიერ კეთილ ინიციატივას.
სხვათა შორის, კოროვირუსთან ბრძოლაში  საქართველოდან სომხეთის მხარდასაჭერად ეს პირველი პროგრამა არ არის. გუშინ შეძენილ იქნა  ხელოვნური სუნთქვის 10 მოწყობილობა, რომელიც მალე სომხეთში იქნება.

ნახეთ მეტი
Back to top button