საზოგადოება

თბილისიდან რესპირატორული მოწყობილობები გაიგზავნა სომხეთში – aliq.ge:

„ალიქ მედიის“ დირექტორის პაველ ოგანეზოვის ინიციატივით და საზღვარგარეთელი  მეგობრის მხარდაჭერით, 10 ხელოვნური სასუნთქი მოწყობილობა იქნა შეძენილი საქართველოდან და გაიგზავნა  სომხეთში. ამის შესახებ იტყობინება aliq.ge.

მაშინ, როცა  სომხეთ-საქართველოს საზღვარი დახურულია  სომხეთის საელჩომ საქართველოში გამოთქვა მზადყოფნა  ორგანიზება გაუწიოს  მოწყობილობების  სომხეთში გაგზავნის საკითხს.  MS-500  მოძრავი  ხელოვნური სუნთქვის ხელსაწყოები გადაეცემა „სრულიად სომხურ ფონდს“. არსებობს დახმარების  სხვა პროგრამებიც.

პაველ ოგანეზოვის ინციატივით დაწყებული იქნა აქცია   სლოგანით „ ერთი ნიღაბი, ერთი სიცოცხლე“, რომელსაც შეუერთდა საქართველოს სომეხი მოსახლეობა.  ნიღბებისათვის შეგროვილი თანხა გაიგზავნება სომხეთში და  შეძენილი იქნება ნიღბები, რომელიც  მიეწოდება სოციალურად დაუცველ ჯგუფებს, იმის გათვალისწინებით, რომ ნიღბის ტარება სომხეთში სავალდებულო გახდა და მრავალი ოჯახისთვის ეს ხელმისაწვდომი ვერ არის.

ნახეთ მეტი
Back to top button