საზოგადოება

ნიკოლ ფაშინიანი და მისი ოჯახის წევრები კორონავირუსისგან გამოჯანმრთელდნენ

,,არმენპრესი“ წერს, რომ კორონავირუსისგან გამოჯანმრთელდნენ სომხეთის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრი ნიკოლ ფაშინიანი და მისი ოჯახის წევრები. “არმენპრეს” -ის ცნობით, ამის შესახებ დაწერა სრ პრემიერ-მინისტრმა “ფეისბუქის” გვერდზე.
”ძვირფასო თანამემამულენო, ჩვენ ახლახანს მივიღეთ პასუხები ოჯახის წევრების ორმაგ ტესტირებაზე. ყველას უარყოფითი პასუხი გვაქვს. ჩვენ გუშინაც ასევე მივიღეთ უარყოფითი პასუხები.
რა თქმა უნდა, ჩვენ უნდა გადავხედოთ ჩვენი ინფცირების დროს და გარემოებებს. მაგრამ, ამ მომენტში, მნიშვნელოვანია, რომ ჩვენ ყველანი ჯანმრთელები ვართ და გვაქვს იმუნიტეტი. გმადლობთ ამ პერიოდის განმავლობაში ჩვენთვის ყველასთვის კარგი სურვილისთვის.
ვუბრუნდები სრულ მუშაობას”,- წერს პრემიერ-მინისტრი.

ნახეთ მეტი
Back to top button