სომხებით დასახლებული სოფელი ნინოწმინდაში არ დაიხურება

როგორც „რადიოლურ“-ი წერს , ნინოწმინდის სომხებით დასახლებული სოფელი ყაურმა არ დაიხურება. კორონავირუსის არცერთი შემთხვევა არ დაფიქსირებულა საერთო თერმული სკრინინგისა და ტესტირების შედეგად.
პანიკა სოფელში გაჩნდა მას შემდეგ, რაც ერთ-ერთი მაცხოვრებელი სახლში დაბრუნდა საკარანტინო ზონიდან, შეხება ჰქონდა სოფლის მოსახლეობასთან, ხოლო მეორე დღეს აღმოჩნდა, რომ მის ტესტზე პასუხი დადებითია.
უკვე რამდენიმე დღეა, რაც სამცხე – ჯავახეთის სომხებით დასახლებულ სოფელ ყაურმაში კოროვირუსის გადატანის შემთხვევა საქართველოს ინფექციური დაავადებების სპეციალისტების ყურადღების ცენტრშია. რუსეთიდან დაბრუნებული სოფელ ყაურმას მკვიდრი სასწრაფოდ გადაიყვანეს საკარანტინო ზონაში, ამ პერიოდის განმავლობაში მან ასიმპტომურად გადალახა დაავადება. კარანტინის ბოლო დღეებში, სანამ საბოლოო ტესტზე მიიღებდნენ პასუხს, მას სახლში დაბრუნების უფლება მისცეს. ამ უკანასკნელმა მოასწრო თანასოფლელებთან ურთიერთობა, დაკრძალვაზე დასწრება. საბოლოოდ გაირკვა, რომ მისი ტესტის პასუხი დადებითი იყო.

სოფელში და საერთოდ ნინოწმინდაში მოსახლეობა პანიკაში ჩავარდა, ლაპარაკი იყო სოფლის შესასვლელისა და გასასვლელის დახურვაზე. წინა დღეებში, სოფელში სიმპტომების გამოსავლენად ჩატარდა მოსახლეობის ზოგადი თერმოსკრინინგი, ხოლო ეპიდემიოლოგიური გამოკვლევის შედეგად შერჩეულმა პირებმა ასევე გაიარეს მიზნობრივი ტესტირება. ამის შესახებ ნინოწმინდის მუნიციპალიტეტში სოფლის წარმომადგენელმა ეგორ ქუთოიანმა განუცხადა „რადიოლურის“ კორესპოდენტს გიტა ელიბეკიანს.
„ახლა სოფელში ჩატარდა საერთო თერმოსკრინინგი, ვინც უშუალო კონტაქტში იმყოფებოდა ინფიცირებულტან ტესტი ჩაუტარეს. საბედნიეროდ, შემთხვევები არ აღმოჩენილა ჩვენ ჯანმრთელი, ძლიერი და ერთიანნი ვართ“, – თქვა ქუთოიანმა.
მანამდე კი ქვეყნის ინფექციური დაავადებების მთავარმა სპეციალისტმა, დაავადებათა კონტროლისა და პრევენციის ცენტრების ხელმძღვანელმა ამირან გამყრელიძემ „ჯავახეთის ნიუსს“ განუცხადა, რომ კორონავირუსის გადამტანი ჯავახეთის მკვიდრი არ ყოფილა, ეს დაავადება მე -11 დღის შემდეგ არ ვრცელდება.
„მიუხედავად ამისა, ამ ეტაპზე მიმდინარეობს გამოკვლევა, ჩვენ გამოვიკვლიეთ სისხლში კონკრეტული ანტისხეულების არსებობა, რამაც აჩვენა, რომ მან დაავადება უკვე გადალახა. ზოგჯერ ინფექციის ნარჩენები დიდხანს რჩება ნაცხში, თუმცა ისინი აღარ ვრცელდებიან“.

ამრიგად, ნინოწმინდაში ინფექცია ამჟამად არ გავრცელებულა ნინოწმინდის მერის ანივარდ მუსოიანის თქმით, ადამიანები ცხოვრობენ ნორმალური ცხოვრებით․
„ზოგადად, რეგიონი და სოფელი ნორმალურად ცხოვრობენ, პანიკა არ არის. ინფიცირებული მოქალაქე ოჯახთან ერთად იზოლირებულია, სოფელში ახალი შემთხვევა არ არის. ნინოწმინდა წყნარი, მწვანე ზონაა. ”
ჯერ-ჯერობით სამცხე-ჯავახეთში კორონავირუსის ხუთი შემთხვევაა დადასტურებული, მაგრამ ყველა მათგანი საკარანტინო ზონაში იყო, ამ დროისთვის რეგიონში ინფექციის გავრცელება არ აღინიშნება.