მთავარისაზოგადოება
სომხეთში უფრო მეტი ქალი დაინფიცირდა კორონავირუსით, ხოლო გარდაიცვალა უფრო მეტი მამაკაცი: პრემიერ-მინისტრი

კორონავირუსით დაავადებულთაგან ქალები (დადასტურებული შემთხვევები) 34%-ით უფრო მეტნი არიან, ვიდრე მამაკაცები, მაგრამ გარდაცვლილთაგან 58% მამაკაცია და 42 % – ქალი. ამის შესახებ სომხეთის პრემიერ-მინისტრმა ნიკოლ ფაშინიანმა ჩანაწერი გააკეთა ფეისბუქის საკუთარ გვერდზე.
შეგახსენებთ, რომ 7 ივნისის 11:00 საათისთვის სომხეთში დადასტურდა კორონავირუსის 13,130 შემთხვევა. წინა დღესთან შედარებით ინფიცირებულთა რიცხვი 766-ით გაიზარდა. გამოჯანმრთელდა 294 ადამიანი, სულ გამოჯანმრთელებულტა რიცხვი 8844-ია.
გარდაიცვალა 10 ადამიანი. გარდაცვლილთა საერთო რიცხვმა 200-ს მიაღწია.