საზოგადოება

Forbes-მა თბილისი, პოსტ-კორონავირუსული პერიოდის ყველაზე უსაფრთხო ქალაქად დაასახელა

,,ინფო9″ წერს, რომ ჟურნალ Forbes-ის უფროსი კონტრიბუტორი სესილია როდრიგესი იმ ქალაქების 20-ეულს აქვეყნებს, სადაც, პოსტ-კორონავირუსულ პერიოდში მოგზაურობა ყველაზე უსაფრთხოა. აღნიშნულ ქალაქებს შორის კი, პირველ ადგილს თბილისი იკავებს, ხოლო მე-7-ეს – ბათუმი.

“თბილისი საქართველოს დედაქალაქია და იგი მსოფლიოში ერთ-ერთია იმ ქალაქებიდან, რომელიც კორონავირუსის შედეგად ყველაზე ნაკლებად დაზარალდა. საქართველომ ძალიან სწრაფად მიმართა იმ ზომებს, რომელთა წყალობითაც ეპიდემია უკიდურესად დაბალ დონეზე შენარჩუნედა. საქართველოში Covid-19-ის 260-ჯერ ნაკლები შემთხვევაა, ვიდრე ევროპის ყველაზე დაზარალებულ ქვეყნებში.” – წერს იგი.

როდრიგესი აგრეთვე აღნიშნავს, რომ საქართველო ტურისტებისთვის 1 ივლისიდან გაიხსნება. მისი თქმით, თბილისი იდეალური ადგილია კულტურის, გასტრონომიის, მრავალფეროვნებისა და არქიტექტურის მოყვარულთათვის.

“გარანტირებულია, ამ ქალაქის ნახვის შემდეგ იტყვით “WOW”!” – წერს როდრიგესი.

მისი თქმით, “საქართველოს აქვს უფრო მეტი საწოლი საავადმყოფოში თითოეულ მოსახლეზე, ვიდრე შვედეთსა და დანიას, ხოლო თბილისი ხუთჯერ უფრო უსაფრთხოა (კრიმინალის მაჩვენებლით) ვიდრე პარიზი ან ლონდონი.”

საქართველოს გარდა, აღნიშნულ 20-ეულში მოხვდა საბერძნეთის, ხორვატიის, პორტუგალიის, რუმინეთის, ავსტრიის, სლოვენიის და კიდევ სხვა ევროპული ქვეყნების დედაქალაქები და ქალაქები.

ნახეთ მეტი
Back to top button