პოლიტიკა
პრემიერ-მინისტრი მონაწილეობას მიიღებს 24 ივნისს მოსკოვში გასამართ გამარჯვების აღლუმში

,,News.am” წერს, რომ რუსეთის პრეზიდენტის ვლადიმერ პუტინის მიწვევით სრ პრემიერ-მინისტრი ნიკოლ ფაშინიანი მონაწილეობას მიიღებს 24 ივნისს მოსკოვში გასამართ გამარჯვების აღლუმში, ამის შესახებ NEWS.am- თან საუბრისას აცნობა ნიკოლ ფაშინიანის პრესმდივანმა მანე გევორგიანმა.
”24 ივნისს პრემიერ-მინისტრი ფაშინიანი მოსკოვში დაესწრება აღლუმს, რომელიც ეძღვნება დიდ სამამულო ომში გამარჯვების 75 წლის იუბილეს”, – აღნიშნა მან და დასძინა, რომ პრემიერ-მინისტრის მოსკოვში ვიზიტის თარიღი ჯერ ცნობილი არაა.
როგორც მანამდე თავდაცვის სამინისტროში განაცხადეს, რუსეთის ფედერაციის თავდაცვის სამინისტროს მოწვევით, გამარჯვების დღისადმი მიძღვნილ აღლუმში მონაწილეობას მიიღებს სომხეთის რესპუბლიკის შეიარაღებული ძალების 75 სამხედრო მოსამსახურისგან შემდგარი კოლონა.