საქართველოში მცხოვრებმა სომხებმა ხელოვნური სუნთქვის მოწყობილობები უსახსოვრეს სომხეთს

,,სპუტნიკი სომხეთი“ წერს, რომ ფეისბუქის გვერდზე, სრ ჯანდაცვის მინისტრმა არსენ თოროსიანმა მადლობა გადაუხადა საქართველოში მცხოვრებ თანამემამულეებს, რომლებმაც ახალი კორონავუსის წინააღმდეგ ბრძოლის ფარგლებში, სომხეთს უსახსოვრეს ხელოვნური სუნთქვის მოწყობილობები.

”მადლობას ვუხდი ჩვენს თანამემამულეებს საქართველოში. მართლაც, ამ მოწყობილობებით, ჩვენი პაციენტები სუნთქავენ სიტყვის პირდაპირი და გადატანითი მნიშვნელობით”,- წერს ის.
სომხეთის საელჩო საქართველოში ავრცელებს ინფორმაციას, რომ საელჩოს მხარდაჭერით ხელოვნური სუნთქვის 27 მოწყობილობა წარმატებით ჩავიდა სომხეთში.
”სომხეთის საელჩომ საქართველოში მოაწყო სუნთქვის მოწყობილობების გადატანა სომხეთში”, – ნათქვამია განცხადებაში.
უნდა აღინიშნოს, რომ სომხეთში კორონავირუსით ინფიცირებულთა რიცხვი ბოლო დღეს გაიზარდა 350-ით და გახდა 13,675.
ამ დროისთვის ფაქტობრივად მკურნალობს 8933 ადამიანი, ჩატარებულია 71,405 ტესტირება, ინფიცირებულთაგან 4451 გამოჯანმრთელდა.
სულ გარდაიცვალა 217. სხვა მიზეზების გამო, გარდაცვლილთა რიცხვი 74-ს შეადგენს.