
ქანონისტი მარიანა გევორგიანი WORLD FOLK VISION კონკურს-ფესტივალის ნახევარფინალში გავიდა. ფინალამდე მისასვლელად, მარიანას სჭირდება მუსიკის მოყვარულთა მხარდაჭერა, რადგან ონლაინ კენჭისყრა მიმდინარეობს.
როგორც “არმენპრესის” კორესპონდენტთან საუბარში, მარიანამ თქვა, რომ მან წარმოადგინა ეროვნული ინსტრუმენტი ქანონი და ასრულებს საიათ-ნოვას “ეშხემედს”. „შერჩევითი ტური მიმდინარეობდა ერთი თვის განმავლობაში. შეჯიბრში მონაწილეობდა 115 ქვეყნის წარმომადგენელი, მაგრამ 3950 მონაწილედან მხოლოდ ნახევარფინალში გავიდა 60 ქვეყნის 180 მუსიკოსი. მათ შორისაა ორკესტრები, გუნდები, ინდივიდუალური შემსრულებლები”- თქვა ქანონისტმა და აღნიშნა, რომ კონკურსი ინტერნეტით ტარდება კორონავირუსის გავრცელების გამო.
ქანონისტის მხარდაჭერის მოწოდებით გამოდის სომხეთის რესპუბლიკის პრემიერ მინისტრის მეუღლე ქალბატონი ანა ჰაკობიანი. კენჭისყრაში მონაწილეობის მიღება შეგიძლიათ ბმულით: http://worldfolk.vision/popular_vote/navigation_page/profile_2611.phtml?fbclid=IwAR1q9PeF-zVRdI_-RW9HMJoudFwl9sKAQWzfL4ZRSdMhXWAmC2cInzmkuSU