მთავარისაზოგადოება

ქართული კომპანია სომხეთს სადეზინფექციო კაბინებს აჩუქებს (ვიდეო)

ქართული ტექნოლოგიური კომპანია Edison Tech Solutions დაეხმარება სომხეთს კოროვირუსული პანდემიის წინააღმდეგ ბრძოლაში ხუთი სადეზინფექციო კაბინის მიწოდებით, იტყობინება „სპუტნიკი საქართველო“.

მეზობელი სახელმწიფოს დასახმარებლად და რეგიონში ეპიდემიოლოგიური სიტუაციის გამოსასწორებლად, 4 ივნისს, პეტიცია შეიქმნა სახელად: „დაეხმაროს საქართველოს მთავრობა სომხეთს კორონავირუსთან ბრძოლაში“, რომელშიც ვკითხულობთ:

„ვთხოვთ საქართველოს მთავრობას, რომ განიხილოს მეზობელი ქვეყნის დახმარება ასეთ რთულ დროს. დახმარებაში ვგულისხმობთ სომხეთისთვის შეთავაზების გაკეთებას მათი პაციენტების საქართველოში მკურნალობასთან დაკავშირებით. ვთვლით, რომ ეს იქნება სწორი ნაბიჯი მეზობელი სახელმწიფოს დასახმარებლად და რეგიონში ეპიდემიოლოგიური სიტუაციის გამოსასწორებლად“.

სწორედ ეს პეტიცია გახდა ქართული ტექნოლოგიური კომპანიისთვის Edison.ge ერთ-ერთი მოტივატორი, სომხეთისთვის 5 სადეზინფექციო კაბინის ჩუქების გადაწყვეტილება მიეღო.

„ სადეზინფექციო კაბინების დადგმა საჯარო სივრცეებშიც შეიძლება, მაგალითად, საქართველოში ერთ-ერთი ასეთი ოკრიბას სადგურზე დგას, ასევე, გაგუას კლინიკაში და ა.შ. სომხეთსაც, შესაბამისად, შეუძლია, სურვილის მიხედვით გამოიყენოს და ვთქვათ, საავადმყოფოებში, ბოქსირებულ პალატებში დადგმით, ექიმების მიერ, შიდაგავრცელება აირიდოს თავიდან. ჩვენ, როგორც უკვე ვთქვი, მაქსიმუმ, ერთ კვირაში მზად ვიქნებით, დანარჩენი უკვე დროისა და სახელმწიფოებს შორის, ფორმალური პროცედურების საკითხია, – განმარტავს გივი ბერიძე, Edison Tech Solution-ის დამფუძნებელი.

ნახეთ მეტი
Back to top button