მთავარიპოლიტიკა

ყველაზე გახმაურებული თანამდებობიდან მოხსნა სომხეთში. „კრიზისმა ერთმანეთში აურია ადამიანური, თანამდებობრივი და მეგობრული ურთიერთობები“: ფაშინიანი

სომხეთის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრმა ნიკოლ ფაშინიანმა ამ დღეებში შუამდგომლობით მიმართა  რესპუბლიკის პრეზიდენტს არმენ სარგისიანს, რომ დაკავებული თანამდებობიდან გაათავისუფლოს გენერალური შტაბის უფროსი გენერალ-ლეიტენანტი არტაკ დავთიანი, ეროვნული უსაფთხოების უფროსი  ედუარდ მარტიროსიანი და  პოლიციის უფროსი არმან სარგისიანი.  ეს გადაწყვეტილება მიღებული იქნა მას შემდეგ, რაც 7 ივნისს სომხეთის რესპუბლიკის გენერალური შტაბის უფროსის არტაკ დავთიანის ხალხმრავალი ქორწილი ჩატარდა.

  როგორც „სპუტნიკი სომხეთი“  წერს ამ ფაქტთან დაკავშირებით კომენტარი გააკეთა ნიკოლ ფაშინიანმა ბრიფინგისას, სადაც მან თქვა, რომ  „კრიზისი ეს  კრიზისია რომელიც, ერთმანეთში ურევს ადამიანურ,  თანამდებობრივ და მეგობრულ ურთიერთობებს. კრიზისულ სიტუაციებში  გადაწყვეტილებები ხშირად ცალმხრივი არ არის, მაგრამ დგება ისეთი მომენტი, როცა ქვეყანაში წესრიგი  და   ქვეყნის ხელმძღვანელის ნათქვამიდან გამომდინარე ქმედებების ზუსტი და უპირობო შესრულება, ყველა დანარჩენ  საკითხთან შედარებით პრიორიტეტულია“, – თქვა ფაშინიანმა.   

პრემიერ მინისტრმა ბედნიერება უსურვა გენერალ-ლეიტენანტ არტაკ დავთიანის  შვილსა და რძალს და  სინანული გამოთქვა მოვლენების ასეთი განვითარებისათვის, ამასთან ერთად ხაზი გაუსვა, რომ ქვეყნის სახელმწიფო უსაფრთხოების ინტერესი და საჯარო მმართველობის ხარისხი მოითხოვდა ამგვარი გადაწყვეტილების მიღებას.

ნახეთ მეტი
Back to top button