ეკონომიკა

შემოდგომაზე შესაძლოა, რუსეთმა განაახლოს საჰაერო კომუნიკაცია საქართველოსთან

,,1in.am.“ წერს, რომ რუსული ავიაკომპანიების ეკონომიკური მდგომარეობა უფრო სწრაფად აღსადგენად, შემოდგომაზე საქართველოს და ეგვიპტის მიმართულებით ფრენების განახლების შესაძლებლობაზე მსჯელობენ, ნათქვამია რუსული ტუროპერატორების ასოციაციის ვებსაიტზე.
”ეს არის მთელი წლის განმავლობაში მოქმედი მიმართულებებია, რომელტა მოთხოვნა დიდია. მსოფლიოს მასშტაბით ისეთი სფეროები, რომლებიც დიდი მოთხოვნაა. მათი განახლება საშუალებას მისცემს ავიაკომპანიებს ჰქონდეთ გარანტირებული სამგზავრო ტრაფიკი, თუნდაც დაბალი სეზონის განმავლობაში”,- აღნიშნა ერთ-ერთმა ექსპერტმა.
ვრცელდება ინფორმაცია, რომ რუსეთის ფედერაციის ტრანსპორტის სამინისტროში აქტიურად განიხილება საგარეო ფრენების განახლების ფორმატები. არსებული ინფორმაციით, 15 ივლისიდან საჰაერო კომუნიკაცია დსთ-ს 8 დედაქალაქთან იქნება ღია, ხოლო 1 აგვისტოდან საჰაერო კომუნიკაცია გაიხსნება 7 ქვეყანასთან (ევროპა, ახლო აღმოსავლეთი და სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიის ქვეყნები).

ნახეთ მეტი
Back to top button