ეკონომიკა

2019 წელს სომხეთში შემომავალი ტურიზმი თითქმის 15% -ით გაიზარდა. ეკონომიკის სამინისტრო

,,News.am“ წერს, რომ 2019 წელს სომხეთში შემომავალი ტურიზმი თითქმის 15% -ით გაიზარდა. ამის შესახებ 8 ივნისს, სრ ეროვნული ასამბლეის მუდმივმოქმედი კომიტეტების ერთობლივი სხდომაზე 2019 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესრულების შესახებ ანგარიშის განხილვისას განაცხადა ეკონომიკის მინისტრმა ტიგრან ხაჩატრიანმა.
მისი თქმით, ტურისტების რაოდენობამ 1,9 მილიონს მიაღწია. ამავე დროს, 2020 წელს ტურისტების რიცხვი, აშკარა მიზეზებით, ოდნავ შემცირდა.
”მნიშვნელოვნად გაიზარდა შიდა ტურიზმი. იგი გაიზარდა 41.4% -ით. ტურისტების რაოდენობამ 1.5 მილიონს მიაღწია”, – განაცხადა მინისტრმა.

ნახეთ მეტი
Back to top button