ანალიტიკამთავარი

ვან ბაიბურდი – როგორც საქართველოს ხელმძღვანელობა, ისე ხალხიც ძალიან მეგობრულად და ძმურად არის განწყობილი სომხეთის მიმართ: გაზეთი „ჟამანაკი“

საქართველოს მთავრობამ გამოთქვა მზადყოფნა დაეხმაროს სომხეთს კორონავირუსის წინააღმდეგ ბრძოლაში. პოლიტიკურმა და საზოგადო მოღვაწეებმა,  აქტივისტებმა სოციალურ ქსელებში  წინადადება გააკეთეს სომხეთის მხარდასაჭერად. შეიქმნა ონლაინ პეტიცია, რომელიც საქართველოს მთავრობას მოუწოდებს დაეხმაროს სომხეთს საქართველოში პაციენტების ტრანსპორტირებაში. თუმცა ჯერ არ არის დახმარების ოფიციალური თხოვნა მიღებული სომხური მხარისაგან. ამის შესახებ განაცხადა „ჟამანაკ“-ის კორესპოდენტთან საუბრისას საქართველოს პარლამენტის ყოფილმა წევრმა და მიხეილ სააკაშვილის ყოფილმა მრჩეველმა  ვან ბაიბურდმა.

როგორც  მან აღნიშნა  არსენ ტოროსიანთან დაკავშირებულმა  დაძაბულობამ  უკვე გაიარა, ამ გაგებით, ამ ეტაპზე არანაირი პრობლემა არ არსებობს. საქართველო ნამდვილად არის შეწუხებული, რომ სომხეთში დიდი რაოდენობით ადამიანი დაინფიცირდა.  მე მხოლოდ მივესალმები ქვეყნების მიერ გადადგმულ ჰუმანიტარულ ნაბიჯებს. რატომაც არა? თუ დახმარების გაწევაა საჭირო, უარი არ უნდა თქვან. ჩემმა მეგობარმა, რომელიც ინფექციური დაავადებების სპეციალისტია, თქვა, რომ თუ არ  იქნება  სომხეთის  საავადმყოფოებში ადგილები, ჩვენ მზად უნდა ვიყოთ პაციენტების საქართველოში გადასაყვანად. სომხეთში ჩემმა მეგობარმა თქვა, რომ ამაზე საუბრობენ. არა მგონია საჭირო გახდეს, მაგრამ თუ ისინი მზად იქნებიან დახმარების გასაწევად, მისასალმებელია“, – თქვა ვან ბაიბურდმა.

 ბაიბურთის თქმით, სომხეთის ხელმძღვანელობის კავშირი საქართველოს ხელისუფლებასთან დღეს ძალიან მაღალ დონეზეა, თუმცა ეს არასდროს ყოფილა დაბალ დონეზე.

„საქართველოში ნიკოლს  აღიქვამენ, როგორც რევოლუციონერს, მას დიდი სიმპათია აქვს მოპოვებული საქართველოს ხელმძღვანელობასა და ხალხს შორის. არ ვიცი ვინ უწყობს ხელს ამ იდეოლოგიას, მაგრამ დღევანდელი “საქართველოს ხელმძღვანელობა და ხალხიც ძალიან მეგობრულად და ძმურად არიან განწყობილი სომხეთის მიმართ“. თუ სომხეთში ძალიან რთული ვითარება დადგება, საკითხი მოგვარდება მოხალისეების ინიციატივის გარეშეც. თუნდაც სომხეთის ხელმძღვანელობის მხრივ მცირე მინიშნებითაც საქართველო ხელს გაუწვდის სომხეთს. თუ მოხალისეებს სურთ მონაწილეობა მიიღონ ამ საქმეში, გთხოვთ. ეს მშვენიერია“, – ხაზი გაუსვა ვან ბაიბურთიანმა.

ნახეთ მეტი
Back to top button