მთავარიპოლიტიკა

ვფიქრობ საგანგებო სიტუაცია გახანგრძლივდება: ფაშიანიანი

გუშინ, საკომენდატო სხდომის შემდეგ გამართული ბრიფინგისას სომხეთის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრმა ნიკოლ ფაშინიანმა აღნიშნა, რომ, სავარაუდოდ, საგანგებო მდგომარეობა გაგრძელდება.ამის შესახებ ცნობას აქვეყნებს „სპუტნიკი სომხეთი“.

”საგანგებო მდგომარეობის გახანგრძლივების ალბათობა საკმაოდ მაღალია. მე ვფიქრობ, რომ საგანგებო მდგომარეობა გაგრძელდება”, – თქვა ფაშინიანმა.

შეგახსენებთ, რომ საგანგებო მდგომარეობა სომხეთში დაიწყო 16 მარტიდან. 14 მაისს გამართულ სხდომაზე, სომხეთის მთავრობამ გადაწყვიტა კორონავირუსის პრევენციის მიზნით გამოცხადებული საგანგებო მდგომარეობა კიდევ ერთი თვით გაახანგრძლივოს  –  13 ივნისის 17:00 ჩათვლით.

გახანგრძლივებულმა საგანგებო მდგომარეობამ გარკვეული ცვლილებები განიცადა. დაშვებულია მრავალი ეკონომიკური საქმიანობა, მაგრამ დადგენილია სავალდებულო მოთხოვნებიც.

საზოგადოებრივი ტრანსპორტი სომხეთში 18 მაისიდან მოქმედებს, მაგრამ მგზავრებს და მძღოლს უნდა ეცვათ დამცავი ნიღაბი და ხელთათმანები.

4  ივნისიდან საგანგებო მდგომარეობის დროს გამოყენებულ რეგულაციებში ცვლილებები და დამატებები შევიდა.   სავალდებულოა ნიღბის ტარება ყველა საჯარო ღია სივრცეში.

ნახეთ მეტი
Back to top button