მშვიდობის რეიტინგი: სომხეთმა მაღალ მაჩვენებელს მიაღწია

ავსტრალიის ეკონომიკისა და მშვიდობის ინსტიტუტის ანალიტიკურმა ცენტრმა გამოაქვეყნა მშვიდობის გლობალური რეიტინგი. შეფასების შედგენისას გათვალისწინებულია მთელი რიგი ინდიკატორი: შიდა და გარე კონფლიქტები, საზოგადოებრივი უსაფრთხოება და უზრუნველყოფა, მილიტარიზაცია, ძალადობის გამო ეკონომიკური ზარალი. ამის შესახებ სტატიას აქვეყნებს Lragir.am-ი.
რეიტინგში 163 ქვეყანას შორის სომხეთი 99-ეა, მეზობელ ქვეყნებს შორის რუსეთი 154-ე, აზერბაიჯანი 120-ე ადგილზეა, საქართველო 95-ე, ირანი 142-ე და თურქეთი 150-ე ადგილზე.
ისლანდია, ახალი ზელანდია, პორტუგალია, ავსტრია და დანია აღიარებულ იქნა, როგორც მსოფლიოში ყველაზე მშვიდობიანი ქვეყნები. ყველაზე ნაკლებად მშვიდობისმოყვარე ქვეყნებია იემენი, სამხრეთ სუდანი, ერაყი, სირია და ავღანეთი.
ინსტიტუტის დასკვნაში ნათქვამია, რომ სომხეთმა რეიტინგში 15 ადგილით წინ გადაინაცვლა. რაც ყველაზე დიდი პოზიციური პროგრესია. მოხსენების ავტორები თვლიან, რომ სომხეთმა და აზერბაიჯანმა ბოლო წლეებში გააუმჯობესეს ურთიერთობები. ანგარიშის თანახმად, ქულების თვალსაზრისით საუკეთესო გაუმჯობესება დაფიქსირდა აზერბაიჯანის მხრივ, შემდეგ მოჰყვა სომხეთი, ბაჰრეინი, სამხრეთ აფრიკა და ჰონდურასი. აღინიშნება, რომ სომხეთმა დიდი პროგრესი განიცადა უსაფრთხოებისა და უზრუნველყოფის თვალსაზრისით. სომხეთში პატიმრების რაოდენობა შემცირდა 35% -ით, ახლა კი 100 ათას კაცზე 76 პატიმარი მოდის. ამჟამად სომხეთი ლიდერია ევრაზიის რეგიონში თავისუფლების აღკვეთის რაოდენობის თვალსაზრისით. სომხეთმა ასევე გააუმჯობესა თავისი პოზიცია მკვლელობის, პოლიტიკური სტაბილურობისა და ტერორიზმის შემცირების თვალსაზრისით. ამავდროულად, მოხსენების თანახმად, რამდენიმე მაჩვენებლით სომხეთში დარეგისტრირდა უკან სვლა. ეს სფეროები არის მილიტარიზაცია და პოლიტიკური ზეწოლა.