საერთაშორისო

საბერძნერთში საქართველოს მოქალაქე დააკავეს მიგრანტების გადაყვანისთვის

როგორც eadaily.com წერს ბერძნულ პრესაზე  დაყრდნობით, სალონიკში დაკავებული იქნა საქართველოს მოქალაქე, რომელსაც ავღანეთიდან მიგრანტები  გადაჰყავდა უკანონოდ.

პოლიციამ მანქანის შეჩერება სცადა, მაგრამ მძღოლი არ დაემორჩილა, სიჩქარეს გადააჭარბა და გაქცევა სცადა. ამ დროს, მანქანამ გზიდან გადაუხვია.  მანქანაში 13 ავღანელი მიგრანტი იმყოფებოდა, რომლებსაც საბერძნეთში დარჩენის უფლება არ ჰქონდათ. მათ ასევე არ ჰქონდათ შესაბამისი დოკუმენტაცია. გარდა ამისა, მანქანას ყალბი სალიცენზიო ფირფიტები ჰქონდა მიკრული.

საქმე გამოძიების პროცესშია.

ნახეთ მეტი
Back to top button