მთავარისაზოგადოება

სომხეთის თავდაცვის მინისტრი: ჩვენი დაზვერვა აგრძელებს მტრის კონტროლს

სომხეთის  თავდაცვის მინისტრმა დავით ტონოიანმა წარმოადგინა თავისი ხედვა  სომხეთის თავდაცვის სფეროსა და შეიარაღებული ძალების განვითარების პრიორიტეტების შესახებ.

ტონოიანმა ხაზი გაუსვა, რომ სომხეთის რესპუბლიკის საგარეო უსაფრთხოების გარემომ ვერ განიცადა პოზიტიური ცვლილებები.

„პირიქით, ჩვენს რეგიონში და მის გარშემო  კონფლიქტი დღითიდღე იზრდება, უფრო მეტიც, პანდემიამ დროებით შეზღუდა თანამშრომლობის შესაძლებლობები, ხოლო  სამხედრო ხასიათის  გამოწვევები კვლავ ძალაში დარჩა. დღეისათვის საიმედო თავდაცვის სისტემა – ეს  თანამედროვე და ბრძოლისუნარიანი არმიაა, რომელიც  კვლავ  რჩება სომხეთისა და მთიანი ყარაბაღის  უსაფრთხოების უზრუნველმყოფელი. ის    არის უსაფრთხოების გრძელვადიანი გარანტი  სომხეთის რესპუბლიკის ტერიტორიაზე“,- თქვა მან.

დავით ტონოიანის თქმით არმიის პრობლემები ამ ბოლო ხანებში არ შეცვლილა.  

„ჩვენი ჯარისკაცები განაგრძობენ განლაგებას ჩვენი  მტრის საპირისპირო ხაზზე  სომხეთის სახელმწიფო საზღვრის გასწვრივ და არცახის  საკონტაქტო  ხაზთან, აქტიურად იყენებენ ახალ ტექნიკურ საშუალებებს, საბრძოლო მორიგეობის გაუმჯობესებულ ფორმებსა და მეთოდებს.  ჩვენი ქვედანაყოფები აგრძელებენ საბრძოლო ამოცანების დახვეწას და გაუმჯობესებას წრთვნებისა და ვარჯიშების დროს, ეუფლებიან ახალი თაობის იარაღსა და შეტევით ტაქტიკას. ჩვენი დაზვერვა განაგრძობს მოწინააღმდეგის კონტროლს, უფრო ღრმად  და უფრო მეტი ჩარევით, ჩვენი საჰაერო თავდაცვის სისტემა განაგრძობს ყოველდღიურ მოვალეობას, ყოველდიურად უფრო მეტ სავარაუდო  სიმაღლეებსა და სამიზნეებს აკონტროლებს, ჩვენი ავიაცია აგრძელებს ზებგერითი პროცესების კიდევ უფრო დაუფლებას, ითვისებს ახალი თაობის სამხედროფუნქციონალურ თვითმფრინავებს,  ჩვენი საინჟინრო და რადიო-ელექტრონული სისტემები ყოველდღიურად ზრდიან ხმელეთზე და ჰაერში სავარაუდო მტრის მოქმედებების დაძლევას… თავდაცვისა და შეიარაღებული ძალების განვითარების ძირითადი მიზნები არ იცვლება, მაგრამ იცვლება მათი მიღწევის პრობლემები, პრიორიტეტები და რესურსები, რადგან არმიის განვითარება არის უწყვეტი, მუდმივად ადაპტირებული, ინტერაქტიული და კონკურენტული პროცესი გარე გამოწვევებთან. შესაბამისად, კონკრეტული მიზნის მისაღწევად, ჩვენ უნდა დავისახოთ „ახალი სიმაღლეების“ დაპყრობის ამოცანა.  უფრო მეტიც, არ დავუშვათ, რომ დავალების შესრულების პროცესში ადგილი ჰქონდეს რაიმე  დარღვევას, ჩვენ უნდა გავაასკეცოთ  ჩვენი ძალისხმევა და ვიპოვოთ უფრო ეფექტური ალტერნატიული გადაწყვეტილებები“, – თქვა სომხეთის თავდაცვის მინისტრმა.

ნახეთ მეტი
Back to top button