სომხეთის ტერიტორიული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა სურენ პაპიკიანმა განაცხადა, რომ სომხეთმა უარი თქვა რუსეთის სესხზე, სომხეთის ატომური ელექტროსადგურის ექსპლუატაციის ვადის გაგრძელების შესახებ. სომხეთი გააგრძელებს მუშაობას საბიუჯეტო სახსრებით. მინისტრმა განაცხადა, რომ ისინი არ შეთანხმებულან სესხის შემდგომი გრაფიკის შესახებ და სესხზე უარის თქმის გადაწყვეტილება იქნა მიღებული. ამის შესახებ სტატიას აქვეყნებს საინფორმაციო სააგენტო Lragir.am-ი.
ნათელი არ არის, თუ რა რაოდენობის თანხაზეა ლაპარაკი, რადგან ატომური ელექტროსადგური ჯერ კიდევ რევოლუციამდე სესხის ხარჯზე მუშაობდა. ადრე გავრცელებული ცნობებით, რუსული ინტერფაქსის ციტირებით, ჯერჯერობით დაახლოებით 200 მილიონი დოლარის სამუშაოებია შესრულებული.
რუსული სესხი იქნებოდა 270 მილიონი აშშ დოლარი, გარდა ამისა რუსეთი 30 მილიონი დოლარის გრანტს გამოყოფდა. ამ ყველაფრის დანიშნულებაა ბირთვული ელექტროსადგურის შეკეთება, რაც საშუალებას იძლევა გაგრძელდეს სომხეთის ატომური ელექტროსადგურის მოქმედება 2026 წლამდე.
რატომ ვერ შეთანხმდნენ სომხური და რუსული მხარეები, თუ წარსულში ისინი მუშაობდნენ ნორმალურად? გადაწყვიტა თუ არა რუსულმა მხარე გაამკაცროს სესხის პირობები, სომხეთ-რუსეთის ურთიერთობების ამჟამინდელ რთულ პერიოდში, როდესაც პრობლემების არსებობას უკვე აღარ მალავს არც ერთი მხარე? მას შემდეგ, რაც სომხეთმა წარადგინა წინადადება, რომ შემცირდეს რუსული გაზის ფასი სომხეთის საზღვარზე, საერთაშორისო ენერგეტიკულ ბაზარზე დეფლაციის პირობებში, რუსეთმა ერევნის მიმართ საკმაოდ ღია ტექსტით დაიწყო ქედმაღლური დამოკიდებულება.
მაგრამ პრობლემა საერთოდ არ არის დაკავშირებული გაზთან. სომხეთ-რუსეთის ურთიერთობების საკითხი გაცილებით ღრმაა და ამავდროულად,სომხეთის სუვერენიტეტული სწრაფვაც გასაგებია. რუსეთი არ აღიარებს იმ თამაშის წესს, იმას, რომ ხავერდოვანი რევოლუციის შემდეგ სომხეთი ურთიერთობებს სუვერენიტეტის პრინციპის საფუძველზე ამყარებს. მოსკოვისთვის, სომხეთის სუვერენიტეტი “გენეტიკური შეუთავსებლობის” დონეზეა, ანუ სომხეთის სუვერენიტეტის საკითხს მოსკოველი პოლიტიკოსები უკანასკნელი ასი წლის განმავლობაში მიიჩნევდნენ, როგორც რუსეთის იმპერიის საშიშროებას.
ხავერდოვანი რევოლუციის დღეებიდან მოყოლებული პრემიერ-მინისტრი ფაშინიანი აცხადებს, რომ რევოლუცია ყოველგვარი გარეგანი ძალების მხარდაჭერას არის მოკლებული. ცხადია, ეს განცხადება გაკეთებულია რუსეთის შეკავებისთვისაც. ამასთან, მოსკოვისთვის პრობლემა ის არ არის, რომ სომხეთს შეუძლია დასავლეთისკენ გადაიხაროს. მოსკოვისთვის პრობლემაა სომხეთის სუვერენიტეტი, ის რომ სომხეთმა რაიმე საკითხში ვერ შესძლოს თქვას „არა“. საქმე იმაშია, რომ რუსეთის იმპერია ან უფრო სწორად იმპერიის „ნოსტალგიაზე“ ამხედრებული რუსული ელიტა თურქეთს განიხილავს, როგორც მთავარ პარტნიორს რეგიონალურ პოლიტიკაში და რადგანაც თურქეთი ითვლება მთავარ პარტნიორად, სომხეთის სუვერენიტეტი ყოველთვის აღიქმება დაბრკოლებად.
ამავე დროს, მთელი საკითხი იმაში მდგომარეობს, რომ ეს მიდგომა და პოლიტიკა საფრთხეს წარმოადგენს არა მხოლოდ სომხური, არამედ რუსული სახელმწიფოებრიობისათვის, რომელიც თანდათანობით ყლაპავს თურქულ ელემენტს, ან გადაყლაპა უკვე. საკითხავი ის არის, არის თუ არა რუსეთში მეტ-ნაკლებად გავლენიანი ჯგუფი, რომელსაც შეუძლია სხვაგვარად იფიქროს, იფიქროს თურქეთის მეურვეობის მიღმა.
ეს საკითხი სომხეთისთვის მნიშვნელოვანია, მაგრამ მისი პასუხის მიუხედავად, ცხადია, რომ სომხეთმა უნდა შეძლოს უთხრას რუსეთს „არა“ იმ შემთხვევაში, თუ ის მოთხოვნებს წამოაყენებს სომხეთის დამოუკიდებლობის ხარჯზე. ამ მიმართებაში ატომური ელექტროსადგურისათვის გამოყოფილი სესხია თუნდაც მცირეა, მაგრამ სიმბოლური მნიშვნელობა აქვს, თუმცა შესაძლებელია ასეთი სიმბოლური ეპიზოდის მოწმენი გაზის შიდა ფასში და კიდევ რამდენიმე საკითხშიც გავხდეთ. სომხეთმა უნდა შესძლოს ისეთი სიტუაციის შექმნა, რომ რეგიონალურ პარტნიორად მიჩნეული იქნას სომხეთი და არა თურქეთი.
მოკავშირეობის შესახებ საუბარი ჯერ კიდევ ნაადრევია და პრობლემა სომხეთში კი არ მდგომარეობს, არამედ რუსეთში. მოკავშირეთა აღქმის პრობლემა იქაც “გენეტიკურია” და არამარტო სომხეთთან მიმართებაში, არამედ ზოგადადაც.