საზოგადოება

უსახლკარო ქართველი ჰოლანდიაში 12,5 მილიონი ევროთი დააკავეს

,,ინფოტეკა 24„ წერს, რომ ნიდერლანდების ქალაქ ეინთჰოვში დააკავეს საქართველოს მოქალაქე 12,5 მილიონი ევროთი. პოლიციამ დიდი რაოდენობით თანხა იპოვა სახლში, საიდუმლო სივრცეში, იტყობინება newsgeorgia.ge.
საქართველოს მოქალაქემ უარი თქვა ეცნობებინა იმის შესახებ, თუ საიდან აქვს მას ეს ფული. მისი ადვოკატის თქმით, 35 წლის მამაკაცს საკუთრება არ ჰქონდა და წარსულში უსახლკარო იყო.
დღეს მამაკაცს ბრალი ედება ფულის გათეთრებაში. ჩხრეკის დროს, პოლიციამ ასევე ამოიღო ორი ცალი ცეცხლსასროლი იარაღი და  ფულის დამთვლელი აპარატი.

ნახეთ მეტი
Back to top button