საზოგადოება

ATOM. სომხეთს შეთანხმებები აქვს 7 ტრანსნაციონალურ ორგანიზაციასთან

,,არმენპრესი“ წერს, რომ ATOM (Advanced Tomorrow) საპრეზიდენტო ინიციატივის ფარგლებში, უკვე არის წინასწარი შეთანხმებები 7 ტრანსნაციონალურ ორგანიზაციასთან, რომ ჩამოვიდნენ სომხეთში და დაგეგმილ სამეცნიერო-საგანმანათლებლო კომპლექსში შექმნან საინჟინრო და კვლევითი ლაბორატორიები. როგორც იუწყება “არმენპრესი”, ამის შესახებ სრ ეროვნული ასამბლეის მუდმივმოქმედი კომიტეტების სხდომაზე ,,2019 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესრულების შესახებ” შემოსავლებისა და ხარჯვის წლიური ანგარიშის განხილვისას განაცხადა სომხეთის რესპუბლიკის პრეზიდენტის აპარატის უფროსმა ემილ ტარასიანმა.
ტარასიანმა უპ. ყოვლისა შეახსენა, რომ სამეცნიერო-საგანმანათლებლო კომპლექსი ATOM ტექნოლოგიის პროგრამის ფარგლებშია გათვალისწინებული. ”უკვე შეიქმნა ფონდი სახელწოდებით ATOM მოწინავე კვლევების ინსტიტუტი. ფონდი დაკავდება ამ ცენტრის მთელი კონცეფციის ფორმირებითა და განხორციელებით. 13 ქვეყნის ლიდერებთან უკვე მიღწეულია შეთანხმებები ამ სამეცნიერო-საგანმანათლებლო კომპლექსში დიდი ორგანიზაციების მონაწილეობის შესახებ. ასევე არის წინასწარი შეთანხმებები 7 ტრანსნაციონალურ ორგანიზაციასთან, რომ ჩამოვიდნენ სომხეთში და შექმნან საინჟინრო და კვლევითი ლაბორატორია ამ პარკში”,- აღნიშნა აპარატის ხელმძღვანელმა.

პროგრამა ATOM (Advanced tomorrow) მიზნად ისახავს სომხეთში მეცნიერებისა და ტექნოლოგიების განვითარებას. სხვადასხვა კომპონენტის მქონე ATOM პროგრამის ფარგლებში, დაგეგმილია მეცნიერებისა და ტექნოლოგიების ქალაქის შექმნა, სადაც წარმოდგენილი იქნებიან წამყვანი საერთაშორისო ტექნოლოგიური კომპანიები და ორგანიზაციები, კვლევითი ცენტრები და უნივერსიტეტები.

ნახეთ მეტი
Back to top button