მთავარისაზოგადოება

ეპიდემიის მაჩვენებლები სტაბილიზაციის სუსტ ნიშნებს ავლენს. გვაქვს გამოჯანმრთელებული პაციენტების არაჩვეულებრივი მაჩვენებელი. ფაშინიანი

,,News.am” წერს, რომ  კორონავირუსის ეპიდემიის მაჩვენებლები კვლავ აჩვენებს სტაბილიზაციის სუსტ და საწყის ნიშნებს. ამის შესახებ 10 ივნისს კომენდანტურის სხდომის შემდეგ ბრიფინგზე განაცხადა სრ პრემიერ-მინისტრმა ნიკოლ ფაშინიანმა.
”რა თქმა უნდა, ვერ ვიტყვით, რომ სიტუაცია სტაბილურია, მაგრამ ნიშნები არსებობს. სტაბილიზაცია მიმდინარეობს ძალიან მაღალ დონეზე, გუშინ გვქონდა 428 ახალი შემთხვევა, მაგრამ აქვე მინდა ხაზგასმით აღვნიშნო, რომ ჩვენი ძალისხმევის წყალობით ამ მაღალი ნიშნით სტაბილიზაცია ხდება ჩვენი ჯანდაცვის სისტემის ტოლერანტობით.
არსებითად, ჰოსპიტალიზაციის საჭიროების მქონე ადამიანების პრობლემა ყოველდღე მცირდება. თუ ჩვენ შევძლებთ შევინარჩუნოთ ეს ტენდენცია, გადავწყვეტთ ჰოსპიტალიზაციის პრობლემას და გადავალთ კორონავირუსის ეპიდემიის დაძლევის ეტაპზე, ან უფრო სწორად, მის ნულოვან ეტაპზე ”,- აღნიშნა ფაშინიანმა.

მან შენიშნა, რომ აშკარაა, რომ დღეს სომხეთის რესპუბლიკის მკვიდრთა უმეტესობა ატარებს ნიღბებს და იცავენ წესებს. ”მაგრამ, ჯერ-ჯერობით სასურველი შედეგი არ გვაქვს. დღეს, დღის პირველ ნახევარში, პოლიციამ 1,800 მოქალაქე დააჯარიმა, იმის გამო, რომ ნიღბები არ ეკეთათ. ამას ვამბობ სინანულით, რადგან ჩვენი მიზანი არ არის ჯარიმა.
გუშინ განსაკუთრებული მაჩვენებელი გვქონდა გამოჯანმრთელებული პაციენტების მხრივ – 775 პაციენტი. ფაქტობრივად, ჩვენ აქტიური შემთხვევების გარკვეული ვარდნა დავინახეთ. სამწუხაროდ აღინიშნა 10 გარდაცვალება, და კიდევ სამი გარდაცვალება სხვა დაავადებებისგან”,- აღნიშნა პრემიერ-მინისტრმა.

ნახეთ მეტი
Back to top button