მთავარისაზოგადოება

რა ღირს ფასიანი კორონავირუსული ტესტი სომხეთში და სად შეიძლება მისი ჩაბარება?

,,News.am” წერს, რომ  სომხეთში, უკვე გარკვეული პერიოდის განმავლობაში, სამინისტროსთან უფასო კონტრაქტით მოქმედი ლაბორატორიების გარდა, არიან ისეთებიც, რომლებიც კორონავირუსის ტესტს ატარებენ კერძო საფუძველზე. ასეთ ლაბორატორიებში ტესტის ღირებულება მერყეობს 20 ათასიდან 25 ათას დრამამდე.

„PROM TEST“ – ის ლაბორატორიაში ღირს 20 ათასი დრამი, შედეგი  აშკარა ხდება 3 დღეში. აქ ასევე ტესტი ტარდება ანტისხეულებზე, მოწმდება ანტისხეული G, რომელიც აჩვენებს თუ თქვენ ინფიცირებული ყოფილხართ კორონავირუსით ადრე, თუ არა, ღირებულება 30 ათასი დრამია.

სამედიცინო ცენტრის  “ვარდანანცის” ლაბორატორია ასევე ატარებს PCR ტესტს, ფასი 25 ათასი დრამია. შედეგი მზად არის 4 სამუშაო დღეში. უფრო მეტიც, ამ ცენტრში ტესტის ჩასაბარებლად წინასწარ უნდა დარეგისტრირდეთ. აუცილებელია ტესტის მიღებამდე 3-4 საათის განმავლობაში არ გამოიყენოთ საკვები და სითხე. იგივე ცენტრში ასევე იღებენ ანტისხეულებზე ტესტს, ღირებულება 20,000 დრამია, შედეგი მზად არის 20 წუთში.

ტესტის ჩატარება ასევე შესაძლებელია სამედიცინო ცენტრ  “ასტღიკ”-ში, მაგრამ არა PCR. აქ, 15 ათასი დრამად, შეგიძლიათ ჩაიტაროთ კვლევა სწრაფი ტესტით, რომლის სიზუსტე 80-დან 90 პროცენტამდეა. ტესტის ჩინური წარმოებისაა.

ლაბორატორიებში ტესტები ძირითადად გერმანული ან ჩინური წარმოებისაა. ყველა მონაცემი გროვდება ერთ საერთო მონაცემთა ბაზაში, რაც წარმოადგენს ჯანდაცვის სამინისტროს მიერ ყოველდღიურად წარმოდგენილ ინდექსს. ამასთან, სამინისტრო არ იძლევა სტატისტიკას, თუ რომელი ტესტების ნაწილები ტარდება სახელმწიფო-კერძო საფუძველზე.

ნახეთ მეტი
Back to top button