ეკონომიკა

საბიუჯეტო სესხი სომხეთის ატომური ელექტროსადგურისთვის. სომხეთმა უარი თქვა რუსეთის სესხზე

,,Lragir.am” წერს, რომ დღევანდელ სხდომაზე, მთავრობამ გადაწყვიტა სომხეთის ატომურ სადგურზე მუშაობის დასასრულებლად გამოყოს საბიუჯეტო სესხი, უარი თქვას რუსეთის სესხის დარჩენილ ნაწილზე. ტერიტორიული მართვისა და ინფრასტრუქტურების მინისტრმა სურენ პაპიკიანმა მთავრობის სხდომაზე აღნიშნა, რომ ატომური ელექტროსადგურის მეორე ენერგობლოკის მოქმედების ვადის გაგრძელების პროგრამის ფარგლებში სომხეთისა და რუსეთის მთავრობებს შორის 2014 წელს ხელი მოეწერა შეთანხმებას თანამშრომლობის შესახებ, ხოლო 2015 წლის თებერვალში კი სესხის გაცემის შესახებ. საუბარია 300 მილიონ დოლარზე, რომლიდანაც 270 მილიონი აშშ დოლარი არის სესხი, ხოლო 30 მილიონი აშშ დოლარი არის გრანტი.

”უკვე 2018 წლის დეკემბრიდან დაიწყო მოლაპარაკება სესხის ვადების გასაგრძელებლად. ამ პერიოდის განმავლობაში, პირველ რიგში, ჩვენ გვაქვს ვადის გახანგრძლივების საკითხი. შექმნილი ვითარების გამო, 2019 წლამდე შეუძლებელი გახდა არსებული საკრედიტო თანხის სრულად დახარჯვა. ამ დროისთვის, ნაშთი 107 მილიონი აშშ დოლარია, მაგრამ სამუშაოს მთლიანად დასასრულებლად, ახლა მიზანშეწონილად მიგვაჩნია სესხების აღება სომხეთის საკუთარი სახსრების ხარჯზე. შემოთავაზებულია პროგრამის დასასრულებლად 2020-22 წლებში სომხეთის სახელმწიფო ბიუჯეტიდან მიეწოდოს  საბიუჯეტო სესხი 63,2 მილიარდი დრამის ოდენობით”,- განაცხადა მინისტრმა.

გათვალისწინებულია, რომ ფინანსთა სამინისტრო გამოუშვებს დამატებით სახელმწიფო სახაზინო ობლიგაციებს საბიუჯეტო სესხის უზრუნველსაყოფად.

პრემიერ-მინისტრმა ნიკოლ ფაშინიანმა განაცხადა: ”ფაქტობრივად, ჩვენ დავაფიქსირეთ, რომ სესხი, რომელიც აქამდე არსებობდა, ბირთვული ელექტროსადგურის შემდგომი საქმიანობის ორგანიზებისთვის არც თუ ისე მოსახერხებელია მისი ზომისა და პირობების შესაბამისად. და ჩვენ უარს ვამბობთ ამ კრედიტის გარკვეულ ნაწილზე, სამაგიეროდ, ჩვენ სახსრებს ვაგროვებთ შიდა წყაროებიდან, რაც უდავოდ გაცილებით უკეთესი იქნება, და რეალურად გაზრდის მთავრობის ბერკეტებს ამ სესხის გამოყენების ეფექტურობის ასამაღლებლად. წარსულში ჩვენ გვქონდა გარკვეული შეზღუდვები, მათ შორის, ვისგან უნდა ვიყიდოთ და როგორ. ხოლო ამ პირობებში ჩვენ შეგვიძლია  შესყიდვების მთელი პროცესი დავდოთ საბაზრო ლოგიკაში და პროდუქტი შევიძინოთ ბაზრიდან კონკურენტულ საფუძველზე, რაც გულისხმობს იმას, რომ ამ გარემოებაში საქონლის ფასები მნიშვნელოვნად დაბალი იქნება. ჩვენ ვიმედოვნებთ, რომ ხარისხის თვალსაზრისით, ყოველ შემთხვევაში, ისინი არ დაუთმობენ იმ პროდუქტებს, რომლებსაც ვიძენდით წინა პირობებში ”.

ნახეთ მეტი
Back to top button