მთავარისაზოგადოება

საქართველოში კორონავირუსის ერთი ახალი შემთხვევა დაფიქსირდა, კიდევ ოთხი პაციენტი კი გამოჯანმრთელდა

,,პირველი არხი” წერს, რომ საქართველოში კორონავირუსის ერთი ახალი შემთხვევა დაფიქსირდა, გამოჯანმრთელდა კიდევ ოთხი პაციენტი. ამის შესახებ ინფორმაცია მთავრობის სპეციალურ ვებგვერდ stopcov.ge-ზე ცოტა ხნის წინ განახლდა.

საიტზე არსებული მონაცემებით, საქართველოში ამ დროისთვის კორონავირუსის 828 შემთხვევაა დადასტურებული. კორონავირუსისგან გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა 694-ს შეადგენს.

ამასთან, უცხოეთიდან სამკურნალოდ გადმოყვანილია საქართველოს სამი მოქალაქე.

კორონავირუსის შედეგად, ქვეყანაში 13 პაციენტი გარდაიცვალა.

კარანტინის რეჟიმში 3230 მოქალაქე იმყოფება, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ – 285.

ნახეთ მეტი
Back to top button