ეკონომიკა

სომხეთის სასურსათო უსაფრთხოება უზრუნველყოფილია: ეკონომიკის სამინისტრო

სომხეთის სასურსათო  უსაფრთხოება უზრუნველყოფილია. ამის შესახებ ეკონომიკის მინისტრმა  ტიგრან ხაჩატრიანმა განაცხადა, 10 ივნისს, სომხეთის  ეროვნული ასამბლეის მუდმივმოქმედი საპარლამენტო კომიტეტების ერთობლივი სხდომაზე 2019 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესრულების შესახებ ანგარიშის განხილვისას.

მისივე თქმით, ამჟამად ქვეყანაში სურსათის უვნებლობის დონე საკმაოდ მაღალია, ხოლო ხილისა და ბოსტნეულის შიდა წარმოება პრაქტიკულად სრულად აკმაყოფილებს მოთხოვნას და თანაც საშუალებას გვაძლევს ვისაუბროთ ექსპორტის შესაძლებლობებზეც.  „მსგავსი ვითარებაა ხორცპროდუქტების სფეროში, განსაკუთრებით ცხვრის და პირუტყვის მხრივ, მაგრამ ფრინველის ხორცის შემთხვევაში, შიდა წარმოება აკმაყოფილებსმოთხოვნის მხოლოდ 1/4-ს, ხოლო ღორის შემთხვევაში – 2/3. შიგა  რესურსები ასევე არასაკმარისია მარცვლეულის სექტორშიც, სადაც  ფარავს მოთხოვნის მხოლოდ ნახევარს, ხოლო დანარჩენი შემოგვაქვს სხვა ქვეყნებიდან.  ამასთან, თუ გავითვალისწინებთ  ევრაზიური კავშირის საერთო ბაზარს, ეს  გადაჭრადი საკითხია.  სომხეთი ევრაზიის ეკონომიკური კავშირის  წევრი ქვეყანაა და ეს გვიმტკიცებს რწმენას,  რომ არ იქნება პრობლემები კვების უსაფრთხოებასთან დაკავშირებით“, – თქვა ხაჩატრიანმა.

ნახეთ მეტი
Back to top button