პოლიტიკა

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია მთელი თავისი შესაძლებლობებითა და საშუალებებით მზად არის დაეხმაროს სომხეთს ეპიდემიის წინააღმდეგ ბრძოლაში

,,1in.am“ წერს, რომ ჯანდაცვის მინისტრს არსენ თოროსიანს ვიდეო ინტერვიუ ჰქონდა ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ევროპული ოფისის (WHO) დირექტორთან, ჰანს კლიუგესთან.
როგორც სრ ჯანდაცვის სამინისტროდან აცნობეს, ვიდეოკონფერენციის განმავლობაში მხარეებმა განიხილეს ორმხრივი სამუშაოები, ასევე კორონავირუსული ინფექციის წინააღმდეგ თანამშრომლობის შესაძლებლობები, რაც ბოლო თვეებში დღის წესრიგად გადაიქცა.
არსენ თოროსიანმა წარმოადგინა კოროვირუსული დაავადების სომხეთში არსებული მდგომარეობა, გადადგმული ნაბიჯებისა და მიმდინარეობის შესახებ, აგრეთვე ინფორმაცია დაგეგმილი სამუშაოების შესახებ.
საუბარი შეეხო მხარეებისთვის საინტერესო საკითხების ფართო სპექტრს, ხალხის ქცევითი ცვლილებების რეგულირებიდან ვიწრო პროფესიულ საკითხებამდე.
ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ევროპული ოფისის (WHO) დირექტორმა, ჰანს კლიუგემ კიდევ ერთხელ აღნიშნა, რომ მზად არის მხარი დაუჭიროს ჩვენი ქვეყნის ძალისხმევას ორგანიზაციის ყველა პოტენციალით და ინსტრუმენტებით, რაც საშუალებას მისცემს ეპიდემიასთან დაკავშირებული ყველა პრობლემის დაძლევას.
”უნდა აღინიშნოს, რომ ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია მნიშვნელოვანი საერთაშორისო პარტნიორია ჯანდაცვის სფეროში, ისევე როგორც გლობალური პლატფორმა პროფესიონალური და გადაუდებელი ინფორმაციის გაცნობის, რჩევებისა და მითითებების გაცვლის მიზნით”, – აღნიშნულია განცხადებაში.

ნახეთ მეტი
Back to top button