ეკონომიკაპოლიტიკა

ზემო ლარსის გამშვები პუნქტის ალტერნატივის საკითხი უკავშირდება საქართველოსთვის მგრძნობიარე საკითხებს. რუსეთის ელჩი

,,News.am” წერს, რომ ზემო ლარსის გამშვები პუნქტის ალტერნატივა დამოკიდებულია არა მხოლოდ რუსეთზე, არამედ საქართველოსთვის მგრძნობიარე საკითხებზეც, მათ შორის სამხრეთ ოსეთის შესახებ. ამის შესახებ 11 ივნისს ონლაინ პრესკონფერენციაზე განაცხადა სომხეთში რუსეთის საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა სერგეი კოპირკინმა.
მისი თქმით, ეს საკითხი დაკავშირებულია  2011 წლის რუსეთ-საქართველოს შეთანხმების განხორციელებასთან და საბაჟო ტვირთის ტრანსპორტირების გაფორმებასთან.
”ჯერ კონკრეტული არაფერია. თუმცა, სატრანსპორტო მიმოსვლის საკითხი ყოველთვის დგას ორმხრივი ურთიერთობების დღის წესრიგში.  განიხილება ასევე საბორნე კომუნიკაციის შესაძლებლობები”,- აღნიშნა მან.

ნახეთ მეტი
Back to top button