საერთაშორისო

კაპანაძე საპარლამენტო არჩევნების წინ საქართველოში არსებულ ატმოსფეროზე: სერიოზული ვნებები დუღს

საპარლამენტო არჩევნების წინ ოპოზიციურ პარტიებში, რომლებიც გაერთიანდნენ გასული წლის ნოემბერში დევიზით “ყველა ერთის წინააღმდეგ“  “სერიოზული ვნებები” დუღს.   ამის შესახებ პოლიტიკურმა ანალიტიკოსმა ვასო კაპანაძემ „სპუტნიკი- საქართველო“-სთან ინტერვიუში თქვა.

საარჩევნო კამპანია საქართველოში უკვე იწყება აგვისტოს ბოლოს – არჩევნებამდე 60 დღით ადრე. შერეული სისტემის შესაბამისად პარლამენტში ირჩევენ 150 დეპუტატს: ნაწილი პარტიების სიის  მიხედვით, ნაწილი კი  ცალკეულ ოლქებში გამარჯვებული მაჟორიტარები იქნებიან.

ექსპერტმა აღნიშნა, რომ ქართული ოპოზიცია აერთიანებს ისეთ პოლიტიკურ ძალებს, რომლებიც დაპირისპირებულნი არიან ერთმანეთთან და ეს გამოიწვევს გარკვეულ პრობლემებს.

მისივე თქმით, მხარეებმა აჩვენეს თავიანთი პოლიტიკური ამბიციები და გვიჩვენეს, რომ ოპოზიციის ერთიანობა მეტად არამყარია.  მიუხედავად ამისა, ისინი მუშაობენ თავიანთ მაჟორიტარულ სიაზე, თუმცა ჯერჯერობით 30 პარტიის გაერთიანებაში მიმდინარეობს მუშაობა საერთო კანდიდატებთან და პარტიულ კვოტებთან დაკავშირებით.

ამ ფონზე, ეგრეთ წოდებული გაერთიანებული ოპოზიციის, კერძოდ კი ისეთი პოლიტიკური ძალების, როგორიცაა „ნაციონალური მოძრაობა“, „ევროპული საქართველო“ და სხვები, შანსები ძალიან მცირეა.

”პრინციპში, მმართველი პარტიის მიერ გაჟღერებული ის მონაცემები, რომ ნაციონალური მოძრაობას  ხმების  11% -ს აქვს, ხოლო დაახლოებით 5% – ევროპული საქართველოს, აშკარად ახლოსაა რეალობასთან. საუკეთესო შემთხვევაში  ამ ფარგლებში  მიიღებენ ხმათა რაოდენობას ისინი ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებში”, – განაცხადა კაპანაძემ.

უახლოეს მომავალში, სავარაუდოდ, საქართველოში მიიღებენ ცვლილებებს კონსტიტუციაში, რომლის მიხედვითაც განისაზღვრება დეპუტატების რიცხვის ზუსტი ოდენობა ერთმანდატიან ოლქებში –  73 ან 30.

ნახეთ მეტი
Back to top button