საზოგადოება

ნუბარ აფეიანის კომპანია ივლისში დაიწყებს COVID-19– ის წინააღმდეგ პირველი ექსპერიმენტული ვაქცინის მასშტაბურ კვლევას.

,,News.am” წერს, რომ ნუბარ აფეინის კომპანია «Moderna» ივლისში დაიწყებს COVID-19– ის წინააღმდეგ პირველი ექსპერიმენტული ვაქცინის ფართომასშტაბიან გამოკვლევას შეერთებულ შტატებში, იმის დასამტკიცებლად, შეძლებს თუ არა ის წინააღმდეგობა გაუწიოს კორონავირუსს, იუწყება AP.
ვაქცინა, რომელიც შეიმუშავა აშშ-ის ჯანმრთელობის დაცვის ეროვნულმა ინსტიტუტმა და Moderna Inc.- მა, გამოიცდება 30 000 მოხალისეზე. კომპანიაში განაცხადეს, რომ უკვე აწარმოეს საკმარისი დოზები გვიან ეტაპზე ტესტირებისთვის. Moderna -ს განცხადება ვარაუდობს, რომ  კვლევამ საკმარისი პროგრესი განიცადა შემდგომი დაწინაურებისათვის.

მოდერნამ ვაქცინაცია მარტის შუა რიცხვებში 45 მოხალისით დაიწყო. კომპანიაში განაცხადეს, რომ დასრულდა 300 ახალგაზრდის რეგისტრაცია ტესტირების მეორე  ეტაპზე და დაიწყო იმის შესწავლა, თუ როგორ რეაგირებენ ხანდაზმულები ვაქცინაზე. ეს საწყისი გამოკვლევები ამოწმებს გვერდითი მოვლენების არსებობას და რამდენად კარგად რეაგირებს ადამიანთა იმუნური სისტემა სხვადასხვა დოზებზე. მაგრამ მხოლოდ მოახლოებულმა ფართომასშტაბიანმა გამოცდამ შეიძლება აჩვენოს, რამდენად მუშაობს ვაქცინა.

ნახეთ მეტი
Back to top button