მთავარისაზოგადოება

ჟანგბადის კონცენტრატორები საქართველოდან, უკვე ერევნის ინფექციურ საავადმყოფოშია

პაციენტთა ჟანგბადის თერაპიისთვის განკუთვნილი  28 ჟანგბადის კონცენტრატორი საქართველოდან სომხეთში ჩამოვიდა.  ჰუმანიტარული მიზნებით  გამოგზავნილი  ტვირთი განკუთვნილია კორონავირუსის მქონე პაციენტთა სამკურნალოდ.

 სრულიად სომხური ფონდის „სომხეთის“-ს დირექტორმა ჰაიკაკ არშამიანმა „ფეისბუქის“ საკუთარ გვერდზე ჩანაწერი გააკეთა, რომ ამ ბოლო დროს შეიქმნა ინციატივა „სომხეთის მეგობრები-საქართველო“, რომლებსაც შემოუერთდნენ მეგობრები  ლუქსემბურგიდან, ისევე როგორც საქველმოქმედო ფონდი „კარიტასი“.  ბოლო რამდენიმე დღის განმავლობაში, ამ ინიციატივის წყალობით 55 ჟანგბადის კონცენტრატორი  გადაეცა სომხეთის ჯანდაცვის სამინისტროს. „კონცენტრატორების გადასაადგილებლად და სხვა აქტუალური საკითხების გადასაჭრელად, ჩვენ გვქონდა საქართველოში სომხეთის საელჩოსა და ელჩ რუბენ სადოიანის მუდმივი მხარდაჭერა“ – წერს არშამიანი.

 ის ასევე წერს, რომ  75 ასეთი მოწყობილობა ფონდის სახსრებით  გადაცემული იქნა სომხეთისა და არცახისათვის.

ნახეთ მეტი
Back to top button