რა ქონებას ფლობს ნიკოლ ფაშინიანი და მისი ოჯახის წევრები?

ანტიკორუფციული კომისიის ვებსაიტზე ქვეყნდება სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის და მისი ოჯახის ყოველწლიური დეკლარაცია.
წლის დასაწყისში, ნიკოლ პაშინიანს ჰქონდა 2011 წელს გამოშვებული და 2012 წელს შეძენილი HYUNDAI მარკის ავტომანქანა, რომელიც ივნისში ვიღაც არსენ მანუკიანს მიეყიდა 4 550 000 დრამად(დაახლ. 9000$). ფაშინიანმა გაყიდვიდან მიღებული შემოსავალი ბანკში შეიტანა.
ნიკოლ ფაშინიანმა მოხდინა 790000 დრამი (დაახ. 1600$)და 1800 დოლარი ნაღდი ფულის დეკლარირება. მაშინ, როდესაც პრემიერ-მინისტრის მიერ წლის დასაწყისში გამოცხადებული ფულადი სახსრები და იგივე იყო, წლის ბოლოს – 276 010 დრამი (500 $). ასე რომ წლის ბოლოს ფაშინიანს საბანკო ანგარიშზე ჰქონდა 3 მლნ 333 ათას 423 დრამი (7000$) და 320 დოლარი.
2019 წლისათვის პრემიერ -მინისტრის თანამდებობრივმა ანაზღაურებამ 11644000.725 დრამი (24000$)შეადგინა. ფაშინიანმა შპს “ანტარესიდან” მიიღო 2 406 000. 865 დრამის (3000$) მოგება.
მის მეუღლეს ანა ჰაკობიანს უძრავი ქონება აქვს. დეკლარაციაში აღნიშნულია ბინა შენგავითის ადმინისტრაციულ რაიონში მდებარე ერთ კორპუსში.
გარდა ამისა ანა აჰაკობიანი ფლობს სამ მანქანას: RENAULT, NISSAN და VAZ მარკის. წლის დასაწყისში მას 523 დოლარი და 275000.512 დრამი ჰქონდა, ხოლო წლის ბოლოს – 904000.863 დრამი და 183 დოლარი. ამასთან, ანა ჰაკობიანმა ასევე შეიატანა დეკლარაციაში $ 1000 ნაღდი ფული.
ანა ჰაკობიანმა მიიღო შრომითი ანაზღაურება 7672 920 დრამის ოდენობით შპს “ჩვენი სტამბადან” და შპს “დარეკიზბიდან”.
წლის ბოლომდე ნიკოლ ფაშინიანის უფროსმა ქალიშვილმა მარიამ ფაშინიანმა საბანკო ანგარიშზე 324 267 დრამი დააგროვა. მთელი წლის განმავლობაში მან ხელფასის სახით მიიღო შპს “დიჯიტინიდან” 2 082 000. 476 დრამი.