პოლიტიკა

სააკაშვილმა უარი თქვა ზელენსკის მრჩევლობაზე

,,News.am” წერს, რომ უკრაინის პრეზიდენტმა ვლადიმერ ზელენსკიმ განაცხადა, რომ მან შესთავაზა საქართველოს ყოფილ ლიდერს მიხეილ სააკაშვილს გამხდარიყო მისი მრჩეველი რეფორმების საკითხებით, მაგრამ მან უარი განაცხადა და თქვა, რომ “ეს არ არის მისი დონე”. ამის შესახებ მან აღნიშნა ,,უკრაინსკაიას პრრავდასთან“ ინტერვიუში.
”ჩვენ მიხეილ ნიკოლოზოვიჩთან გვქონდა შევხვედრა,  მან თქვა – ”მე მსურს დაგეხმაროთ”. არაერთი შეხვედრა გვაქვს ჩატარებული, ის რამდენჯერმე მოვიდა სხვადასხვა რჩევებით, ადეკვატური. მან მჰკითხა. “სად მხედავთ?” მე ვუთხარი, რომ ”მინდა, რომ თქვენ თვითონ იფიქროთ, სად ხედავთ  თქვენს სტატუსს”. მე მას შევთავაზე: ”თქვენ შეგიძლიათ იყოთ ჩემი მრჩეველი რეფორმების საკითხებში?” ”ეს არ არის ჩემი დონე“, – თქვა მან.
მან დასძინა, რომ სააკაშვილმა დაასახელა თავისი კანდიდატურა რეფორმისთვის ვიცე-პრემიერ მინისტრის პოსტზე. ზელენსკის თქმით, იგი ამ საკითხის განხილვას დაპირდა პრემიერ-მინისტრ დენის შმიგალთან.

აპრილის ბოლოს ცნობილი გახდა, რომ ზელენსკიმ სააკაშვილს შესთავაზა ვიცეპრემიერ მინისტრის თანამდებობა რეფორმების ხაზით. მოგვიანებით გავრცელდა ინფორმაცია, რომ ვერხოვნა რადაში მის კანდიდატურას არ ჰქონდა საკმარისი ხმების რაოდენობა. შედეგად, საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი და ოდესის ყოფილი გუბერნატორი ხელმძღვანელობს ეროვნული რეფორმების საბჭოს აღმასრულებელ კომიტეტს.

ნახეთ მეტი
Back to top button