მთავარიპოლიტიკა

სომხეთის პრემიერ-მინისტრმა მიულოცა რუსეთის პრეზიდენტსა და პრემიერ-მინისტრს რუსეთის დღესთან დაკავშირებით

პრემიერ-მინისტრმა ნიკოლ ფაშინიანმა რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინსა და პრემიერ მინისტრ მიხაილ მიშუსტინს მიულოცა რუსეთის დღესთან დაკავშირებით. ამის შესახებ “არმენპრესს”  აცნობეს სომხეთის პრემიერ მინისტრის აპარატის ინფორმაციისა და საზოგადოებასთან ურთიერთობის განყოფილებიდან.

კერძოდ, ვლადიმერ პუტინისადმი გაგზავნილ წერილში ნათქვამია:

”ძვირფასო ვლადიმერ ვლადიმერის ძევ,

მე გულწრფელად გილოცავთ სახელმწიფო დღესასწაულს, რუსეთის დღეს.

ეს დღესასწაული განუყოფლად არის დაკავშირებული რუსეთის ფედერაციის პოლიტიკურ, სოციალურ-ეკონომიკურ მიღწევებთან, საერთაშორისო ასპარეზზე მისი როლის გაძლიერებასთან.

სომხეთსა და რუსეთს შორის მოკავშირული  ურთიერთობები კვლავაც ვითარდება სტაბილურად  ჩვენი ქვეყნის ხალხების სასარგებლოდ და სომხეთ-რუსეთის თანამშრომლობა თითქმის ყველა სფეროში ძლიერდება და ფართოვდება.

მეგობრობისა და ნდობის მრავალსაუკუნოვანი ისტორია, ჩვენი ხალხების ძლიერი ძმური კავშირები, წარმოადგენს საფუძველს კონსტრუქციული თანამშრომლობისა და ურთიერთდახმარების, არა მხოლოდ ორმხრივ დონეზე, არამედ საერთაშორისო ორგანიზაციებისა და ინტეგრაციის კავშირების ფარგლებში.

გულწრფელად ვიმედოვნებ, რომ უახლოეს მომავალში ჩვენს ქვეყნებს შეეძლებათ გადალახონ უპრეცედენტო გლობალური გამოწვევებისა და საფრთხეების დროებითი სირთულეები, და ჩვენ შევძლებთ ტრადიციული მჭიდრო კავშირების აღდგენას.

ამ დღესასწაულზე გისურვებთ, ძვირფასო ვლადიმერ ვლადიმერის ძევ, ჯანმრთელობას, ბედნიერებას და შემდგომ წარმატებებს, ხოლო მოძმე რუს ხალხს – მშვიდობას, კეთილდღეობას და წარმატებებს. “

რუსეთის მთავრობის ხელმძღვანელისადმი მიმართულ გზავნილში  ნათქვამია:

”ძვირფასო მიხეილ ვლადიმერის ძევ,

გულწრფელად გილოცავთ სახელმწიფო დღესასწაულს, რუსეთის დღეს.

ეს დღესასწაული ასახავს რუსეთის სახელმწიფოებრიობის ათასწლოვან ისტორიას, ქვეყნის მდიდარ სულიერ და კულტურულ მემკვიდრეობას და შემდგომ შემოქმედებით მუშაობას, რომელიც მიზნად ისახავს ქვეყნის განვითარებასა და კეთილდღეობას, აგრეთვე საერთაშორისო ასპარეზზე მისი როლის გაძლიერებას.

მრავალსაუკუნოვანი სომხურ-რუსული მოკავშირული ურთიერთობები, აისახება საერთაშორისო პლატფორმებზე, განსაკუთრებით ევრაზიული ეკონომიკური კავშირის ფარგლებში, კონსტრუქციული და ურთიერთსასარგებლო სტრატეგიული პარტნიორობის ფარგლებში.

კმაყოფილებით აღვნიშნავ, რომ  ჩვენს ქვეყნებს შორის მტკიცდება თანამშრომლობა სავაჭრო, ეკონომიკურ, ენერგეტიკულ, სამხედრო-პოლიტიკურ, კულტურულ, ჰუმანიტარულ და სხვა სფეროებში.

იმედი მაქვს, რომ უახლოეს მომავალში მსოფლიოში ეპიდემიოლოგიური სიტუაცია მოგვარდება, რაც საშუალებას მოგვცემს სრულად განახლებული იქნას მჭიდრო კავშირები  ახალი იდეებისა და ინიციატივების განსახორციელებლად.

გისურვებთ, ძვირფასო მიხეილ ვლადიმერის ძევ, ჯანმრთელობას, კეთილდღეობას და თქვენს სახელმწიფოებრივ საქმიანობაში შემდგომ წარმატებებს,  ძმური რუსეთის ყველა მოქალაქეს – მშვიდობასა და კეთილდღეობას. “

ნახეთ მეტი
Back to top button