
მე ვფიქრობ, რომ ეპიდემიის დაძლევის შემდეგ და მანამდეც კი, უნდა გადავხედოთ მრავალი პოლიტიკური ძალის ქცევას ეპიდემიის დროს. ამის შესახებ სომხეთის პრემიერ-მინისტრმა ნიკოლ ფაშინიანმა განაცხადა ბრიფინგზე.
”ჩვენ უნდა გამოვიკვლიოთ და საჯაროდ შევაფასოთ, თუ რა წვლილი შეიტანეს მათ ქვეყანაში ეპიდემიის დაძლევის საქმეში და რა წვლილი მიუძღვით მათ ეპიდემიის გავრცელებაში. ვფიქრობ, საჭიროა გარკვეული გამოკვლევის ჩატარება იმის გასარკვევად ზოგიერთ პოლიტიკურ ძალას ნამდვილად აქვს კავშირი ყალბი ინფორმაციის გავრცელებასთან, თუ არა.
ახლა, როდესაც ხშირად იყენებენ ომის ლოგიკას ამ სიტუაციის პარალელურად, მინდა ვთქვა, რომ ნებისმიერ ომში, თუნდაც ყველაზე დემოკრატიულ ქვეყნებში, ომის დროს დესტრუქციულ საქმიანობაში ჩართული ხალხი და ძალები სათანადო შეფასებას იმსახურებენ.
არავის არ შეეპაროს ეჭვი, მაშინ როდესაც მათი ეს დესტრუქციული მოქმედება დასაბუთებული იქნება, ეს ძალები მიიღებენ კონკრეტულ და საერთო სახალხო შეფასებას. ”- თქვა მან.
რაც შეეხება პრეტენზიას კორნავივირუსთან ბრძოლის წაგების შესახებ, პრემიერ-მინისტრმა განაცხადა: „სომხეთი კორონავირუსთან ბრძოლაში ისე დამარცხდა, როგორც აშშ, საფრანგეთი, ბელგია, გერმანია,დიდი ბრიტანეთი, რუსეთი და მრავალი სხვა განვითარებული და ზეგანვითარებული ქვეყნები. თუ სომხეთის მთავრობამ წააგო კოროვირუსის წინააღმდეგ ბრძოლა, მაშინ კორონავირუსის წინააღმდეგ ბრძოლაში დამარცხდა კაცობრიობა და საერთოდ ცივილიზაციაც.
დიახ, სომხეთის მთავრობას აქვს პრობლემები კოროვირუსის წინააღმდეგ ბრძოლაში, ისევე როგორც მსოფლიოს ბევრ ქვეყანას, ზუსტად იმდენი პრობლემა, რამდენის აქვს მთელს კაცობრიობას დღეისათვის”, – თქვა ფაშინიანმა.