მთავარიპოლიტიკა

სომხეთში საგანგებო მდგომარეობა გაგრძელდა მესამედ

როგორც “newsarmenia.am“-ი წერს, მთავრობის გადაწყვეტილებით, სომხეთში საგანგებო მდგომარეობა მესამედ გახანგრძლივდა COVID-19– თან დაკავშირებული სიტუაციის გამო.

საგანგებო მდგომარეობის გახანგრძლივების შესახებ მთავრობის გადაწყვეტილების პროექტი წარადგინა სომხეთის იუსტიციის მინისტრმა რუსტამ ბადასიანმა.

”საგანგებო მდგომარეობა, რომელიც გამოცხადდა 2020 წლის 16 მარტს და გაგრძელდა 13 ივნისამდე, გაგრძელდება 2020 წლის 13 ივნისის 17:00 საათიდან 30 დღის განმავლობაში, 2020 წლის 13 ივლისის  17:00 საათამდე. ამჯერად საგანგებო მდგომარეობა გრძელდება მესამედ”- თქვა მან.

საგანგებო მდგომარეობის გახანგრძლივების მიზეზი არის ის, რომ 12 ივნისის მდგომარეობით, ეპიდემია გრძელდება და დადასტურებულია 15 2281 შემთხვევა, რომელთაგან 5 639 გამოჯანმრთელდა  და 258 კი – გარდაიცვალა.

”ცხადია, რომ საგანგებო მდგომარეობის გამოცხადების მიზეზები კვლავაც არსებობს და იმისთვის, რომ მათზე რეაგირების შესაბამისი მექანიზმის ქონისთვის საგანგებო მდგომარეობის გახანგრძლივების წინადადება შემომაქვს,” – თქვა ბადაშიანმა.

ნახეთ მეტი
Back to top button