სომხეთში სისხლისსამართლებრივ პასუხისგებაში მისცემენ პირებს, რომლებსაც ბრალი დაედებათ გენოციდის წაქეზებაში. დისკუსია

,,News.am” წერს, რომ ეს საკანონმდებლო ინიციატივა ადგენს სისხლისსამართლებრივ პასუხისმგებლობას გენოციდის წაქეზებისთვის. ამის შესახებ სრ.კრების სახელმწიფო და იურიდიულ საკითხთა მუდმივმოქმედი კომიტეტის სხდომაზე განაცხადა კანონპროექტის ავტორმა, “ჩემი ნაბიჯი” დეპუტატმა ვლადიმერ ვარდანიანმა.
მისივე თქმით, მოქმედ სისხლის სამართლის კოდექსში ასეთი დანაშაულისთვის სასჯელი არ არის გათვალისწინებული.
“სომხეთისთვის მთელი მსოფლიოს მასშტაბით გენოციდების პრევენციას დიდი მნიშვნველობა აქვს. ეს კანონპროექტი აუცილებელია კაცობრიობის წინააღმდეგ ამგვარი დანაშაულების თავიდან ასაცილებლად”,- აღნიშნა მან.
ამრიგად, ის პირები, რომლებმაც ჩაიდინეს გენოციდი რუანდაში ან ჩრდილოეთ ერაყში, ვერ მიიღებენ პოლიტიკურ თავშესაფარს სომხეთში.
დეპუტატმა ასევე აღნიშნა, რომ საუბარია იმ ადამიანებზე, რომლებმაც ჩაიდინეს ასეთი დანაშაულები სხვა ქვეყნების ტერიტორიებზე.
დისკუსიების დასრულების შემდეგ, საკანონმდებლო ინიციატივამ კომისიის მხრიდან დადებითი დასკვნა მიიღო.