პოლიტიკა

უკრაინის ელჩი დაიბარეს საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში სააკაშვილის განცხადების გამო

,,News.am” წერს, რომ საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრომ კონსულტაციისთვის მოიწვია უკრაინის ელჩი საქართველოში, ყოფილი ექსპრეზიდენტის და უკრაინის ეროვნული რეფორმების საბჭოს აღმასრულებელი კომიტეტის ხელმძღვანელის, მიხეილ სააკაშვილის განცხადების გამო. ამის შესახებ ბრიფინგზე განაცხადა საგარეო საქმეთა მინისტრმა დავით ზალკალიანმა, იუწყება Новости-Грузия.

წინა საღამოს, სააკაშვილმა ფეისბუქის საკუთარ გვერდზე გამოაქვეყნა ვიდეო შეტყობინება, რომელშიც მან გააკრიტიკა საქართველოს ხელისუფლება და პირობა დადო, რომ წინა პლანზე იქნება ხელისუფლებასთან ბრძოლაში და არჩევნებში გამარჯვების მიღწევაში.
”სააკაშვილის ეს განცხადება, რომელიც გუშინ მოვისმინეთ, არის უკრაინის მოქალაქის უშუალო ჩარევა სხვა ქვეყნის საქმეებში, სტრატეგიული პარტნიორის და უშუალოდ, საარჩევნო პროცესში. ამ თემასთან დაკავშირებით, ჩვენ მოვიწვიეთ უკრაინის ელჩი და მოვითხოვეთ ახსნა-განმარტებები”,-აღნიშნა ზალკალიანმა.

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა აღნიშნა, რომ თბილისი აფრთხილებდა უკრაინას, რომ სააკაშვილი, რომლის უკრაინის მთავრობის ვიცეპრემიერ-მინისტრად დანიშნვას აპირებდნენ კიევში, ჩაერეოდა ქართულ პოლიტიკაში.
”ეს არის ზუსტად ის, რაზეც ჩვენ ვაფრთხილებდით ჩვენს უკრაინელ კოლეგებს, რომ მაღალ თანამდებობაზე დანიშნული პირი, რომელიც არის ძებნილი, და რომელსაც ქართული სამართალი ითხოვს ოთხი საქმით პასუხის გასაცემად, გააგრძელებს ჩარევას საქართველოს საშინაო პოლიტიკაში”, – აღნიშნა ზალკალიანმა.

იმავდროულად, თავად სააკაშვილმა უკვე უპასუხა საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ამ განცხადებას თავის ფეისბუქ გვერდზე – მან ხაზგასმით აღნიშნა, რომ ის არ არის საჯარო მოხელე.
”ისინი ფიქრობენ, რომ უკრაინა არის იგივე მონური საზოგადოება, რომელსაც ისინი ცდილობენ შექმნან საქართველოში. როდესაც მთავრობამ, როგორც ისინი ფიქრობენ, უნდა გააკონტროლოს თავისი ყველა მოქალაქისა და ცალკეული პიროვნების განცხადებები და დასაჯოს, თუ მათ რაღაც არ მოსწონთ.
ფაქტობრივად, საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრომ გამოავლინა კომპეტენციის არარსებობა, რადგან არ ესმის, რომ ჩემი სტატუსი უკრაინაში არ არის საჯარო მოხელის სტატუსი. მე არ ვარ უკრაინის მთავრობის წევრი ან სხვა საჯარო მოხელის ოფიციალური წარმომადგენელი. მე ვარ ეროვნული რეფორმების საბჭოს აღმასრულებელი კომიტეტის თავმჯდომარე და ამიტომ შემიძლია გამოვხატო ჩემი აზრი ნებისმიერ თემაზე, როგორც თავისუფალი ქვეყნის თავისუფალი მოქალაქე”,- წერს სააკაშვილი.

ნახეთ მეტი
Back to top button