მთავარისაზოგადოება

თურქი მომღერლის მიმართ, რომელმაც კიმ კარდაშიანს “ამაზრზენი სომეხი” უწოდა, სისხლის სამართლის საქმე აღიძრა

ამ ბოლო დროს  სოციალურ ქსელებში ცნობილი  თურქი მომღერალი  მურად ოვიუჩი მისი Instagram-ის სთორზე შეეხო კიმ კარდაშიანის სომხეთა გენოციდისადმი მიძღვნილ მასალებს, მას „საზიზღარი სომეხი უწოდა“ და გინების შემცველი ტექსტი გამოაქვეყნა.  

აღსანიშნავია, რომ სომხეთის გენოციდის 105 წლის იუბილესთან დაკავშირებით, კიმ კარდაშიანმა Twitter- ის გვერდზე ჩანაწერი გამოაქვეყნა. ”დღეს სომხეთის გენოციდის 105 წლის წლისთავია. მე ვამაყობ, რომ შეერთებულმა შტატებმა იგი აღიარა”. გარდა ამისა, კიმმა Instagram- ის სთორზე   გამოაქვეყნა მრავალი ფოტო, რომელიც ეხებოდა გენოციდს.

სტამბულის ბეილოღის რაიონის საკრებულოს თავმჯდომარემ, სტამბოლელმა სომეხმა იურისტმა სიმონ ჩექემ, სტამბოლის პროკურატურაში ოვიუჩის წინააღმდეგ სარჩელი შეიტანა კიმ კარდაშიანსადმი  მიმართვაში სომხების გინებისათვის.  პროკურატურამ გამოძიება ჩექემის საჩივრის საფუძველზე დაიწყო.

ოვიუჩი თავს დამნაშავედ არ მიიჩნევს და ამბობს, რომ მისი სიტყვები იყო პასუხი კიმ კარდაშიანის მოქმედებაზე.

მან აღნიშნა, რომ მისი სიტყვები მიმარული იყო  აშშ-ს მოქალაქისადმი, რომელსაც ჰქვია კიმ კარდაშიანი და ”სომეხებისადმი,  რომლებიც ოსმალების მტრები არიან”.

”მე ასე გამვეცი პასუხი, რადგან მან დააკნინა ჩვენი ფასეულობები”, – თქვა მან.

ოვიუჩი ამტკიცებს, რომ მისი ჩანაწერი არ ეხება თურქეთის რესპუბლიკის სომეხ მოქალაქეებს და დასძენს, რომ იგი 5-6 წლის განმავლობაში “ეხმარება” თავისი ქვეყნის სომეხ მოქალაქეებსა და სომხურ ორგანიზაციებს.

მას ბრალი წაუყენეს საზოგადოების მიმართ დისკრიმინაციის,  ხალთა შორის მტრობის ჩამოგდების,  შეურაცხყოფისა  და მუქარის ნიშანთვისებებით არსებული მუხლით.

შეგახსენებთ, რომ ოვიჩმა სოციალურ ქსელში დაწერა․ ”თქვენ სომხებო ამაზრზენი ხართ. თქვენ ვინ ხართ, რომ ჩემი ოსმალო წინაპრები ბარბაროსად მოიხსენიოთ?“.

ნახეთ მეტი
Back to top button