მთავარისაზოგადოება

“კანონიერი ქურდების” საქმეებზე ამ დარგში სპეციალიზირებული პროკურორები იმუშავებენ

სომხეთის რესპუბლიკის გენერალური პროკურატურის ორი პროკურორი სპეციალიზირებულია  სუბკულტურასთან დაკავშირებული სისხლის სამართლის დანაშაულების გამოძიებისას პროკურატურის კონტროლის ეფექტურობის გაზრდის  სფეროში.  გენერალური პროკურორის მრჩეველი გორ აბრაჰამიანი ფეისბუქის საკუთარ გვერდზე ცნობას აქვეყნებს, რომ იმის გათვალისწინებით, რომ ჩვენს ქვეყანაში არ არსებობს შესაბამისი იურიდიული პრაქტიკა, შესწავლილია პოსტსაბჭოთა ქვეყნების, განსაკუთრებით მეზობელი საქართველოს გამოცდილება, რადგან საქართველოს რესპუბლიკა პირველი პოსტ-საბჭოთა სახელმწიფოა, სადაც  კრიმინალიზებული იქნა  სუბკულტურასთან დაკავშირებული ქმედებები.

”ამ მიზნით, მეზობელ ქვეყანასთან ეფექტური თანამშრომლობის ფარგლებში, სომხეთის რესპუბლიკის გენერალური პროკურორის მოადგილის ხელმძღვანელობით დელეგაცია ეწვია საქართველოს რესპუბლიკას პროკურატურას  და სხვა სამართალდამცავ  უწყებებს. ყურადღება გამახვილდა ისეთ პრაქტიკულ პრობლემებზე, რომლებიც უკავშირდებიან დანაშაულის გამოძიებას, პროკურორის კონტროლს, ბრალდებულის დაცვას, იურიდიულ ინსტრუმენტებს და სხვა“,- წერს აბრაჰამიანი.

ნახეთ მეტი
Back to top button