საზოგადოება

„აყვავებული სომხეთის“ ლიდერის მიმართ სამი სისხლის სამართლის საქმე აღიძრა

სამი სისხლის სამართლის საქმე იქნა  აღძრული  „აყვავებული სომხეთის” ლიდერის და ეროვნული ასამბლეის წევრის, გაგიკ წარუკიანის წინააღმდეგ, სომხეთის უსაფრთოების სამსახურის საგამოძიებო  დეპარტამენტში. ამის შესახებ ნათქვამია სრ ეუს  მიერ გავრცელებულ ცნობაში.  ორ  სისხლის სამართლის საქმესთან წარუკიანს უშუალოდ აქვს კავშირი, ხოლო მესამე სისხლის სამართლის საქმე მას ნაწილობრივ უკავშირდება.

ცნობის   თანახმად, პირველი სისხლის სამართლის საქმე ეხება ქვეყანაში კაზინოების მშენებლობისა და მათი ექსპლუატაციის მოთხოვნების დარღვევას, რის შედეგადაც სახელმწიფოს მიადგა  განსაკუთრებით დიდი, 60 მილიონი აშშ დოლარის ოდენობის ზარალი.

მეორე სისხლის სამართლის საქმე ეხება პარტია “აყვავებული   სომხეთი”-ს  წევრთა ჯგუფს, რომლებიც  სომხეთის  ეროვნული ასამბლეის არჩევნების დროს აწარმოებდნენ ამომრჩევლების მოსყიდვას.

მესამე სისხლის სამართლის საქმის თანახმად, სომხეთის კოტაკის რაიონის არინჯის თემის ოფიციალურმა პირებმა, პირადი ინტერესიდან გამომდინარე,  7,5 ჰა სასოფლო სამეურნეო დანიშნულების ნაკვეთზე  კანონის დარღვევით ააგეს  შენობები და გადასცეს ქირით, შემდეგ ამ  უკანონო  ტერიტორიებსა  და ნაგებობებს  მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელის გადაწყვეტილებებით  პრივატიზება გაუკეთეს, დააკანონეს, რის შესახებაც  აუცილებელი ცნობები არ მიუწოდებიათ უძრავი ქონების მარეგისტრირებელი ორგანოსათვის,  გარდა ამისა  ამ შენობების პრივატიზაციის განმავლობაში სახელმწიფო ბიუჯეტისათვის არ გადაუხდიათ კანონით განსაზღვრული 678 ათასი  აშშ დოლარი.

გუშინ დილით, სომხეთის  ეროვნული უსაფრთხოების სამსახურის თანამშრომლებმა ჩხრეკა  ჩაატარეს გაგიკ წარუკიანის   სახლში. ის  ეუს-ში დაკითხეს  ცხრა საათზე მეტი ხნის განმავლობაში და გაათავისუფლეს.

ნახეთ მეტი
Back to top button