პოლიტიკა

გამარჯვების აღლუმში მონაწილეობის მისაღებად მოსკოვში ჩავიდა სრ შეიარაღებული ძალების 75 სამხედრო მოსამსახურე

,,არმენპრესი“ წერს, რომ დიდ სამამულო ომში გამარჯვების 75 წლის იუბილესადმი მიძღვნილ აღლუმში მონაწილეობის მისაღებად სრ შეიარაღებული ძალების 75 სამხედრო მოსამსახურე უკვე ჩავიდა რუსეთის ფედერაციის დედაქალაქ მოსკოვში. ამის შესახებ ,,არმენპრეს“-ს განუცხადა სრ თავდაცვის მინისტრის პრესსპიკერმა შუშან სტეფანიანმა.
”24 ივნისს მოსკოვში გასამართ დიდ სამამულო ომში გამარჯვების 75 წლის იუბილესადმი მიძღვნილ სამხედრო აღლუმში მონაწილეობის მისაღებად, გუშინ, სრ შეიარაღებული ძალების 75 სამხედრო მოსამსახურე მოსკოვში გაემგზავრა. პერსონალი უკვე ადგილზეა, გაიარა შესაბამისი სამედიცინო შემოწმება და მზად არის სამხედრო აღლუმისთვის. სამხედროები ახლა მონაწილეობენ ერთობლივ ტრენინგებსა და მოსამზადებელ ღონისძიებებში”,- აღნიშნა სტეფანიანმა.

აღლუმის დროს, სომხეთის შეიარაღებული ძალების სამხედრო მოსამსახურეები თამანიანის დივიზიის საბრძოლო და სომხეთის რესპუბლიკის დროშებს ააფრიალებენ.

კორონავირუსის ეპიდემიის გამო, დიდ სამამულო ომში გამარჯვების 75 წლის იუბილესადმი მიძღვნილი სამხედრო აღლუმი 9 მაისს არ ჩატარებულა, გადაიტანეს 24 ივნისს. დიდ სასმამულო  ომში გამარჯვების 75 წლისთავისადმი მიძღვნილ სამხედრო აღლუმს ასევე დაესწრება პრემიერ მინისტრი ნიკოლ ფაშინიანი.

ნახეთ მეტი
Back to top button