პოლიტიკა

კორონავირუსის გამო საქართველოს საპარლამენტო არჩევნები შეიძლება გადაიდოს. ტასსი:

,,Tert.am“ წერს, რომ საქართველოში ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნები შეიძლება დეკემბრამდე გადაიდოს, იმ შემთხვევაში, თუ მანამდე ქვეყანაში ახალი კორნავირუსის ახალი ტალღა წამოიწყება, ტასსის გადმოცემით, საქართველოს ტელეარხ ,,იმედი“-თვის მიცემულ ინტერვიუში განაცხადა მმართველი პარტია  “ქართული ოცნება- დემოკრატიული საქართველოს“ მდივანმა ირაკლი კობახიძემ.

”თუ ისე მოხდება, რომ ინფექციის მეორე ტალღა დაიწყება და ის დაემთხვევა საპარლამენტო არჩევნების ჩატარებას, შეიძლება ქვეყანაში საგანგებო მდგომარეობის დამყარება გახდეს საჭირო, მაგრამ ამაში საშინელი არაფერია. ამ შემთხვევაში ოქტომბრისთვის დაგეგმილი არჩევნები გადაიდება დეკემბრამდე”, – აღნიშნა კობახიძემ.

საქართველოს კონსტიტუციის თანახმად, საგანგებო ან საომარი მდგომარეობის შემთხვევაში, არჩევნები უნდა ჩატარდეს სამართლებრივი რეჟიმის გაუქმებიდან არა უადრეს 45 დღისა და არა უგვიანეს 60 დღისა.
კორონავირუსის ეპიდემიის გამო, ქვეყანაში საგანგებო მდგომარეობა ერთხელ უკვე გამოცხადდა, 21 მარტიდან 22 მაისამდე. მისი თქმით, ბოლო მონაცემებით, საქართველოში კორონავირუსით ინფიცირებულთა რიცხვმა მიაღწია 851, იზოლირებულია 2,700 ადამიანი, ხოლო 252 სტაციონარულ მკურნალობას ღებულობს.

ნახეთ მეტი
Back to top button